ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი
ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი (ინგლ. Newfoundland and Labrador,nf) — კანადის პროვინცია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. შედგება კუნძულ ნიუფაუნდლენდისა და მისი მოპირდაპირე მატერიკული რაიონისაგან. „ნიუფაუნდლენდი“ ინგლისურად „ახალ მიწას“ ნიშნავს, ხოლო „ლაბრადორი“ პორტუგალიურად (terra de laborador) - „მშრომელთა მიწა“. ეს სახელი შეარქვა კორტე რეალმა.