საჭადრაკო ოლიმპიადა 1974

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

6 - 30 ივნისი 1974 ნიცა, საფრანგეთი

1972 წლის სკოპიეს კონგრესზე ფიდემ გადაწყვიტა მორიგი ოლიმპიადის ჩატარება საფრანგეთისთვის მიენდო. თავად საფრანგეთში გამოცხადებულ კონკურსში კი ნიცამ გაიმარჯვა. მასპინძლები სრული სერიოზულობით მოეკიდნენ ტურინირს და შესანიშნავი ორგანიზება გაუკეთეს ოლიმპიადას. მოჭადრაკეებს სათამაშოდ გამოფენათა დარბაზი დაუთმეს, რომელიც ზომით 16 ათასი კვადრატული მეტრი იყო და რომელშიც სრული საფეხბურთო მოედანი, რამდენიმე საკალათბურთო მოედანი და საჩოგბურთო კორტი თავისუფლად მოეწყობოდა. გუნდები ტრადიციულად, თავდაპირველად ქვეჯგუფებში არკვევდნენ თუ ვის რომელ ფინალში უნდა ეთამაშა. უნდა აღინიშნოს, რომ ბრძოლამ ქვეჯგუფებში რამდენიმე სიურპრიზიც მოიტანა. ასე მაგალითად პირველ ქვეჯგუფში უელსელებმა მთავარი ფინალის მიღმა დატოვეს პოლონელები. მეშვიდეში, ეუგენიო ტორეს წარმატებული თამაშის წყალობით უკან ჩამოიტოვეს ისრაელისა და საფრანგეთის გუნდები. ძირითდად კი ფინალში ის გუნდები მოხვდნენ, რომლებიც ტონს იძლეოდნენ ბოლო ოლიმპიადებში.

მთავარი ფავორიტები ისევ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთა გუნდში ერთი დებიუტანტი, გენადი კუზმინი, გამოდიოდა. იგივე შემადგენლობა ჰყავდათ უნგრელებს. იუგოსლავიის გუნდში აღარ იყვნენ ალექსანდრე მატანოვიჩი და მილან მატულოვიჩი. ისინი პლანციცმა და ველიმიროვიჩმა შეცვალეს. კვლავ გამოჩნდა გუნდში ბრუნო პარმა. ამერიკელთა გუნდში გამოჩნდა ყოფილი ავსტრალიელი, უოლტერ ბრაუნი, გუნდს დაუბრუნდა უილიამ ლომბარდიც. სწორედ ამ გუნდებმა გაითამაშეს საპრიზო ადგილები, თუმცა უკვე მეოთხე-მეხუთე ტურებიდან მოყოლებული საბჭოელები სულ ორი-სამი ქულით იყვნენ წინ და ფაქტობრივად ბრძოლა პირველი ადგილისათვის აღარც გამართულა. მოულოდნელად სუსტად გამოვიდნენ უნგრელები, რომლებიც ფაქტობრივად არც ჩარეულან საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაში. იუგოსლავიელებმაც ადრევე დაიბევეს მეორე ადგილი, აი მესამე ადგილისათვის კი დიდი ბრძოლა გაჩაღდა ბულგარელებსა და ამერიკელებს შორის. ბოლო ტურის წინ ამერიკელებს 34 ქულა ჰქონდათ, ბულგარელებს - 33,5. პირველები ჩეხებს ხვდებოდნენ, მეორენი კი ესპანელებს. ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ორივე მატჩში სამ-სამი პარტია იყო დამთავრებული, რომლებშიც ბულგარელებმა 2,5, ხოლო ამერიკელებმა - 2 ქულის მოპოვება შეძლეს. გადადებულ პარტიაში იანსას აშკარად მოსაგები პოზიცია ჰქონდა რობერტ ბირნთან, მაგრამ შეცდა და ამერიკელმა შეძლო ყაიმის მიღწევა. დიდხანს ეძებდა მოგების გზებს ტრინგოვი ვიზერთან, მაგრამ ეს უკანასკნელი კარგად იცავდა თავს და აქაც ყაიმი. საბოლოოდ ორივე გუნდმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს. კოეფიციენტების წყალობით კი მესამე საპრიზო აგილი ამერიკელებს მიეკუთვნათ.

ტექნიკური შედეგები

რედაქტირება

მონაწილეობდა 73 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები რვა ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XVI ადგილები). დანარჩენები B, C, D და E ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XVII-XXXII, XXXIII-XLVII, XLVIII-LXIII და LXIV-LXXIII. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • LXIV-LXXIII ადგილები

64.  როდეზია - 28,5 65.  ერაყი - 24 66.  ნიდერლანდის ანტილები - 21 67.  იაპონია - 20 68.  კვიპროსი - 19 69.  ტრინიდადი და ტობაგო - 18 70.  ალჟირი - 17 71.  ანდორა - 13 72.  ბაჰამის კუნძულები - 11 73.  ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები - 10,5

  • (ალჟირის ნაკრები ოლიმპიადაში ჩაება მეორე ეტაპიდან. ამიტომ ფიდე-მ იგი მეხუთე ფინალურ ჯგუფში განაწესა)
  • XLIX-LXIII ადგილები

48.  პაკისტანი - 49,5 49.  პუერტო-რიკო - 44,5 50.  დომინიკანელთა რესპუბლიკა - 43,5 51.  ლუქსემბურგი - 38,5 52.  ლიბანი - 35 53.  ურუგვაი - 35 54.  პანამა - 33 55.  მონაკო - 29,5 56.  მალტა - 29 57.  ჰონგ-კონგი - 27,5 58.  ფარერის კუნძულები - 27,5 59.  მალაიზია - 24,5 60.  მაროკო - 21,5 61.  იორდანია - 17,5 62.  გერნზი - 12 63.  ამერიკის ვირჯინიის კუნძულები - 12

  • XXXIII-XLVII ადგილები

33.  ავსტრალია - 39 34.  ირანი - 34,5 35.  ბრაზილია - 32,5 36.  მონღოლეთი - 31,5 37.  ირლანდია - 30,5 38.  ჩილე - 30 39.  ინდონეზია - 29,5 40.  საბერძნეთი - 27,5 41.  მექსიკა - 27,5 42.  თურქეთი - 27 43.  სინგაპური - 25 44.  ვენესუელა - 24,5 45.  ახალი ზელანდია - 23 46.  ეკვადორი - 22 47.  სირია - 16

  • (სამხრეთ აფრიკის ნაკრები ფიდემ აპარტეიდის გამო გარიცხა თავისი რიგენიდან და ბოლო სამი ტურის მატჩი ამ გუნდს აღარ ჩაუტარებია. მათი შედეგები გაუქმდა. ამ დროისათვის აფრიკელებს 27,5 ქულა ჰქონდათ)
  • XVII-XXXII ადგილები

17.  ისრაელი - 40,5 18.  ავსტრია - 38,5 19.  იტალია - 38 20.  კოლუმბია - 32,5 21.  ნორვეგია - 32 22.  ისლანდია - 32 23.  პოლონეთი - 32 24.  კანადა - 31 25.  კუბა - 31 26.  დანია - 31 27.  შვეიცარია - 29 28.  საფრანგეთი - 27 29.  შოტლანდია - 25,5 30.  ბელგია - 23 31.  პორტუგალია - 19,5 32.  ტუნისი - 32

  • (მატჩი ისრაელი - ტუნისი არ ჩატარებულა და შედეგი, 3-1, დადგინდა ელო-ს კოეფიციენტების მიხედვით)

I-XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები

რედაქტირება

ანატოლი კარპოვი 12 (+10=4-0), ვიქტორ კორჩნოი 11,5 (+8=7-0), ბორის სპასკი 11 (+7=8-0), ტიგრან პეტროსიანი 12,5 (+11=3-0), მიხეილ ტალი 11,5 (+8=7-0), გენადი კუზმინი 12,5 (+10=5-0)

სვეტოზარ გლიგორიჩი 10 (+5=10-2), ლუბომირ ლუბოევიჩი 9,5 (+6=7-2), ბორესლავ ივკოვი 12(+8=8-1), ალბინ პლანჩიჩი 11,5 (+9=5-1), დრაგოლუბ ველიმიროვიჩი 9 (+8=2-2), ბრუნო პარმა 9(+6=6-0).

ლუბომირ კავალეკი 8,5 (+5=7-3), რობერტ ბირნი 12 (+8=8-0), უოლტერ შონ ბრაუნი 10,5 (+7=7-3), სამუელ რეშევსკი 7 (+5=4-2), უილიამ ლომბარდი 11 (+9=4-3), ჯეიმზ ედვარდ ტარჯანი 11 (+9=4-0).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

რედაქტირება
პირველი დაფა ქვეყანა %
ანატოლი კარპოვი   სსრკ 12 14 85,7
ალბერტო დელგადო   დომინიკელთა რესპუბლიკა 16,5 22 75,0
ეუგენიო ტორე   ფილიპინები 14 19 73,7
სერჯიო მარიოტი   იტალია 14 19 73,7
მეორე დაფა ქვეყანა %
ანდრეას დიუკშტეინი   ავსტრია 10 12 83,3
ზაჰრიდინ ფაროოგუი   პაკისტანი 16,5 21 78,6
ვიქტორ კორჩნოი   სსრკ 11,5 15 76,7
მესამე დაფა ქვეყანა %
ბორის სპასკი   სსრკ 11 15 73,3
ბორესლავ ივკოვი   იუგოსლავია 12 17 70,6
გენადი სოსონკო   ნიდერლანდები 10,5 15 70,0
მეოთხე დაფა ქვეყანა %
ტიგრან პეტროსიანი   სსრკ 12,5 14 89,3
მიჰაელ ვუუდჰამსი   ავსტრალია 15,5 18 86,1
შიმონ კაგანი   ისრაელი 13 16 81,3
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
მიხეილ ტალი   სსრკ 11,5 15 76,7
დრაგოლუბ ველიმიროვიჩი   იუგოსლავია 9 12 75,0
ბორის დე გრეიფი   კოლუმბია 9 12 75,0
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ჯეიმზ ედვარდ ტარჯანი   აშშ 11 13 84,6
ფრანსუაზ კუიპერსი   ნიდერლანდები 11 13 84,6
გენადი კუზმინი   სსრკ 12,5 15 83,3

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Б. Туров Пять Шахматных олимпиад. Москва. изд. ,,ФиС’’ 1984
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება