ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
ისტორია
რედაქტირება1957 წელს ფიდემ გადაწყვიტა ჩაეტარებინა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის. პირველი ათი ჩემპიონატი არათანაბარი ციკლით ტარდებოდა (სხვაობა მერყეობდა სამიდან ექვს წლამდე) და მხოლოდ 1997 წლიდან დარეგულირდა ორწლიან ციკლად. პირველი რვა ჩემპიონატი ჩატარდა ორ ეტაპად. გუნდები ჯერ შესარჩევ ჯგუფებში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას და შემდეგ უკვე ფინალში იბრძოდნენ ჩემპიონის წოდებისათვის. სსრ კავშირის დაშლამდე საბჭოთა მოჭადრაკეების უპირატესობა აშკარა იყო (მით უმეტეს 10 დაფაზე). ასევე (ძირითდად) კონკურენციის გარეშე იყვნენ მედლებისათვის ბრძოლაში იუგოსლავიელი და უნგრელი მოჭადრაკეები. 1989 წლის მერე ჩატარებულმა რვა ჩემპიონატმა კი ექვსი სხვადასხვა ჩემპიონი და 12 პრიზიორი დაასახელა.
ჩემპიონები და პრიზიორები
რედაქტირებასაქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე
რედაქტირება- საქართველოს ნაკრებმა ევროპის ცხრა ჩემპიონატის განმავლობაში 34 ქვეყნის 36 ნაკრებთან ჩაატარა 81 მატჩი, საიდანაც მოიგო 36, ფრედ დაამთავრა 21 და წააგო 24 შეხვედრა. ამ 81 მატჩის ფარგლებში ქართველმა მოჭადრაკეებმა ითმაშეს 324 პარტია, საიდანაც მოიგეს 7892, ყაიმით დაამთავრეს 175 და წააგეს 57 პარტია. ქართველებმა ოთხი მატჩი მოიგეს ანგარიშით 4-0, სამი - 3,5-0,5, 14 მატჩი - ორ ქულიანი (3-1), და 12 - ერთქულიანი (2,5-1,5) სხვაობით. 19 მატჩი დაამთავრეს ფრედ (2-2). ერთქულიანი სხვაობით წააგეს - 16, ორქულიანი სხვაობით - 7 და სამქულიანი სხვაობით - ერთი მატჩი.
- საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს 21 ნაკრებთან, თანაბარი - შვიდთან და აგებს 8 მეტოქესთან.
# | მოჭადრაკე | მონ | წლები | ქულა | პარტია | + | = | - | % | გუნდური მედლები | პირადი მედლები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | გიორგი ყაჭეიშვილი | 5 | 1992-2003 | 23,5 | 39 | 15 | 17 | 7 | 60,3 | 0-0-1 | 1-1-1 |
2 | ბაადურ ჯობავა | 6 | 2001-2011 | 30 | 50 | 19 | 22 | 9 | 60,0 | 0-0-1 | 0-1-0 |
3 | მიხეილ მჭედლიშვილი | 5 | 2001 - 2005, 2009 | 21 | 37 | 10 | 22 | 5 | 56,7 | 0-0-1 | 0-0-0 |
4 | ზურაბ სტურუა | 3 | 1992-1997, 2001 | 13 | 24 | 6 | 14 | 4 | 54,2 | 0-0-0 | 0-0-0 |
5 | ზურაბ აზმაიფარაშვილი | 3 | 1997,2003-2005 | 13 | 23 | 3 | 20 | 0 | 56,5 | 0-0-1 | 0-0-0 |
6 | გია გიორგაძე | 3 | 1992-1999 | 10,5 | 25 | 2 | 17 | 6 | 42,0 | 0-0-0 | 0-0-0 |
7 | მერაბ გაგუნაშვილი | 4 | 2003, 2007-2011 | 15 | 27 | 6 | 18 | 3 | 55,5 | 0-0-1 | 0-1-0 |
8 | თამაზ გელაშვილი | 2 | 1999, 2007 | 9 | 17 | 5 | 8 | 4 | 52,9 | 0-0-0 | 0-0-0 |
9 | ლაშა ჯანჯღავა | 2 | 1992, 2005 | 4,5 | 8 | 2 | 5 | 1 | 56,3 | 0-0-0 | 0-0-0 |
10 | ლევან ფანცულაია | 4 | 2005-2011 | 21 | 32 | 15 | 11 | 6 | 65,6 | 0-0-0 | 0-0-1 |
11 | ხვიჩა სუპატაშვილი | 2 | 1992, 2001 | 5,5 | 12 | 3 | 5 | 4 | 45,8 | 0-0-0 | 0-0-0 |
12 | დავით არუთინიანი | 1 | 2007 | 4,5 | 7 | 2 | 5 | 0 | 64,3 | 0-0-0 | 0-0-0 |
13 | გიორგი ბაღთუროვი | 1 | 1999 | 3 | 6 | 1 | 4 | 1 | 50,0 | 0-0-0 | 0-0-0 |
14 | ვალერიან გაფრინდაშვილი | 1 | 1999 | 0,5 | 5 | 0 | 1 | 4 | 10,0 | 0-0-0 | 0-0-0 |
15 | გენადი ზაიჩიკი | 1 | 1997 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0-0-0 |
16 | თორნიკე სანიკიძე | 1 | 2009 | 4 | 7 | 3 | 2 | 2 | 57,1 | 0-0-0 | 0-0-0 |
17 | დავით ზარქუა | 1 | 2011 | 2 | 5 | 0 | 4 | 1 | 40,0 | 0-0-0 | 0-0-0 |
1999 წელს ბათუმში საქართველომ, როგორც მასპინძელმა გამოიყვანა მეორე გუნდიც. მისი შედეგები ასეთია:
# | მოჭადრაკე | მონ | წლები | ქულა | პარტია | + | = | - | % | გუნდური მედლები | პირადი მედლები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | გიორგი ბახტაძე | 1 | 1999 | 5,5 | 8 | 4 | 3 | 2 | 58,8 | 0-0-0 | 0-0-0 |
2 | ბაადურ ჯობავა | 1 | 1999 | 4 | 9 | 2 | 4 | 3 | 44,4 | 0-0-0 | 0-0-0 |
3 | ალექსანდრე ქასაშვილი | 1 | 1999 | 1 | 4 | 1 | 0 | 3 | 25,0 | 0-0-0 | 0-0-0 |
4 | დავით ლობჟანიძე | 1 | 1999 | 3,5 | 6 | 1 | 5 | 0 | 58,3 | 0-0-0 | 0-0-0 |
5 | მიხეილ მჭედლიშვილი | 1 | 1999 | 4,5 | 9 | 3 | 3 | 3 | 50,0 | 0-0-0 | 0-0-0 |