ევროპის XV გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
ევროპის XV გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის ჩატარდა 2005 წლის 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე, გეტებორგში (შვედეთი).
ჰოლანდიელებმა ამ ჩემპიონატზე მეორედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონობა. მათ შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა ვეტერანი იან ტიმანი. ჰოლანდიელებს დიდხანს ფეხდაფეხ მისდევდნენ ებრაელი მოჭადრაკეები (ბოლოსწინა ტურის წინ ისინი ერთი ქულით უსწრებდნენ კიდეც ჰოლანდიელებს), მაგრამ ბოლოსწინა ტურში ისინი დამარცხდნენ ქართველებთან.
ქართველებმა გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს დანიელებთან და ბერძნებთან და მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდნენ.
ტექნიკური შედეგები
- 1. ნიდერლანდები - 15 ქულა
- 2. ისრაელი - 14 ქულა
- 3. საფრანგეთი - 13 ქულა
- 4. საბერძნეთი - 13 ქულა
- 5. უკრაინა - 12 ქულა
- 6. პოლონეთი - 12 ქულა
- 7. საქართველო - 12 ქულა
- 8. გერმანია - 11 ქულა
- 9. აზერბაიჯანი - 11 ქულა
- 10. ჩეხეთი - 11ქულა
- 11ქულა
11. სერბია და მონტენეგრო,
- 10 ქულა
12. სომხეთი, 13. ინგლისი, 14. რუსეთი, 15. შვედეთი, 16. რუმინეთი, 17. უნგრეთი, 18. ხორვატია, 19. შვეიცარია, 20. სლოვენია,
- 9 ქულა
21. დანია, 22. ესპანეთი, შვედეთი -2,
- 8 ქულა
23. ფინეთი, 24. ნორვეგია, 25. ჩრდილოეთი მაკედონია, 26. ესტონეთი,
- 7 ქულა
27. ავსტრია, 28. ლიეტუვა, 29. ისლანდია, 30. იტალია, 31. ირლანდია, 32. თურქეთი, შვედეთი-3
- 6 ქულა
33. ბულგარეთი, 34. ლუქსემბურგი, 35. ბელგია,
- 5 ქულა
36. შოტლანდია,
- 4 ქულა
37. უელსი,
- 0 ქულა
38. კვიპროსი.
ჩემპიონის შემადგენლობა ნიდერლანდები ლუკ ვან ველი 4 (+1=6-1), ივან სოკოლოვი 5 (+2=6-0), სერგეი ტივიაკოვი 5 (+2=6-0), იან ტიმანი 5 (+3=4-0), ერიკ ვან დენ დოელი 3 (+1=4-0).
საუკეთესო პერფორმანსი ალექსანდრე გრაფი გერმანია - 2801
დაფებზე საუკეთესონი
დაფა | მოჭადრაკე | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|---|
1 | პეტერ ნილსენი | დანია | 6,5 | 9 | 72,2 |
2 | მლადენ პალაცი | ხორვატია | 6,5 | 9 | 72,2 |
3 | ალექსანდრე გრაფი | გერმანია | 6,5 | 8 | 81,3 |
4 | ფლორიან იენი | შვეიცარია | 6,5 | 8 | 81,3 |
სათ | ტომაშ მარკოვსკი | პოლონეთი | 6,5 | 8 | 81,3 |