ევროპის XI გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის

ევროპის XI გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის გაიმართა 1997 წლის 5-15 მაისს, პულაში (ხორვატია)

პირველად ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მოხდა, რომ ჩემპიონობისათვის ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძოდა. კარგად დაიწყეს მასპინძლებმა, ხორვატმა მოჭადრაკეებმა. ოთხი ტურის შემდეგ ისინი ერთპიროვნულად ლიდერობდნენ - 12 ქულა. ქულანახევრით უკან იყვნენ ინგლისელები და რუსები. მეხუთე-მეექვსე ტურებში ხორვატები ინგლისელებს და რუსებს შეხვდნენ. ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ და ბრძოლას ჩამოშორდნენ. ლიდერთ შორის ტრიალებდნენ სომხები, გერმანელები, უნგრელები და ებრაელები. ინგლისელებმა მეხუთე-მერვე ტურებში მნიშვნელოვანი მატჩები მოუგეს სომხებს და უნგრელებს და ბოლო ტურის წინ ორი ქულით უსწრებდნენ უახლოეს მდევარს - რუსეთის ნაკრებს. ბოლო ტურში რუსებმა 3,5 ქულა აართვეს ბელორუსებს, ინგლისელებმა კი 1,5 მოგროვეს გერმანელებთან შეხვედრაში და მხოლოდ კოეფიციენტთა წყალობით მოიპოვეს ჩემპიონობა. მესამეზე სომხები გავიდნენ.

ტექნიკური შედეგები

რედაქტირება

11.  ნიდერლანდები, 12.  პოლონეთი,

  • 19 ქულა

13.  ესტონეთი, 14.  შვეიცარია, 15.  აზერბაიჯანი, 16.  სლოვაკეთი, 17.  შვედეთი,

  • 18 ქულა

18.  ლატვია, 19.  საფრანგეთი, 20.  ესპანეთი, 21.  თურქეთი,

  • 17,5 ქულა

22.  იტალია,   ხორვატია-2

  • 17 ქულა

23.  ლიეტუვა, 24.  ჩეხეთი, 25.  საბერძნეთი, 26.  ჩრდილოეთი მაკედონია,

  • 16,5 ქულა

27.  სლოვენია, 28.  პორტუგალია, 29.  ფინეთი,

  • 15,5 ქულა

30.  ავსტრია,

  • 12,5 ქულა

31.  ირლანდია, 8,5 ქულა 32.  შოტლანდია,

  • 6,5 ქულა

33.  უელსი.

ჩემპიონის შემადგენლობა

  ინგლისი ნაიჯელ შორტი 4 (+2=4-1), მაიკლ ადამსი 5 (+2=6-1), ჯონათნ სპილმენი 4,5 (+2=5-1), მეთიუ სანდლერი 7 (+5=4-0) ჯილიან ჰოდსონი 2 (+1=2-0).

საუკეთესო პერფორმანსი ბორის ალტერმანი   ისრაელი - 2814

დაფებზე საუკეთესონი

დაფა მოჭადრაკე ქვეყანა %
1 სუაიტ ატალიკი   თურქეთი 5,5 7 78,6
2 რაფაელ ვაჰანიანი   სომხეთი 5 7 71,4
3 მლადენ პალასი   ხორვატია 6,5 9 72,2
4 იოჰან ჰელსტეინი   შვედეთი 6,5 8 81,3
სათ აშოტ ათანასიანი   სომხეთი 6,5 8 81,3