ევროპის XVI გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
ევროპის XVI გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის ჩატარდა 2007 წლის 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბერის ჩათვლით, ირაკლისში (საბერძნეთი).
რუსები ამჯერად ცხრილს თავიდანვე სათავეში ჩაუდგნენ და ბოლომდე არ დაუთმიათ ლიდერობა. კარგად ითამაშეს სომხებმა და აზერბაიჯანელებმა, რომლებმაც უკან მოიტოვეს პოლონელები, უკრაინელები, ებრაელები და სამეულში დაიმკვიდრეს ადგილი.
ქართველები არათანაბრად გამოვიდნენ და შედეგიც სათანადო მიიღეს. ლევან ფანცულაიამ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მესამე დაფაზე.
ტექნიკური შედეგები
- 1. რუსეთი - 17 ქულა
- 2. სომხეთი - 14 ქულა
- 3. აზერბაიჯანი - 13 ქულა
- 4. პოლონეთი - 12 ქულა
- 5. უკრაინა - 12 ქულა
- 6. ისრაელი - 12 ქულა
- 7. ბულგარეთი - 11ქულა
- 8. სლოვენია - 11 ქულა
- 9. საფრანგეთი - 11 ქულა
- 10. უნგრეთი - 11 ქულა
- 11 ქულა
- 10 ქულა
13. საქართველო, 14. საბერძნეთი, 15. ჩეხეთი, 16. ინგლისი, 17. ჩრდილოეთი მაკედონია,
- 9 ქულა
18. ლიეტუვა, 19. ნიდერლანდები, 20. ისლანდია, 21. სერბეთი,
- 8 ქულა
22. ნორვეგია, 23. გერმანია, 24. მონტენეგრო, 25. შვეიცარია, 26. ხორვატია, 27. შვედეთი, 28. ესტონეთი, 29. იტალია, 7* ქულა 30. ავსტრია, 31. ფინეთი, 32. შოტლანდია,
- 6 ქულა
33. რუმინეთი, 34. თურქეთი, 35. ბელგია, 36. ლუქსემბურგი,
- 5 ქულა
37. უელსი,
- 4 ქულა
38. კვიპროსი,
- 1 ქულა
39. მონაკო,
- ბოსნია და ჰერცეგოვინა - გამოეთიშა ასპარეზობას პირველი ტურის შემდეგ.
ჩემპიონის შემადგენლობა რუსეთი პიოტრ სვიდლერი 6 (+5=2-0), ალექსანდრე მოროზევიჩი 6 (+5=2-1), ალექსანდრე გრიშუკი 2,5 (+0=5-1) ევგენი ალექსეევი 5 (+3=4-0), დმიტრი იაკოვენკო 5,5 (+3=5-0).
საუკეთესო პერფორმანსი პიოტრ სვიდლერი რუსეთი - 2989
დაფებზე საუკეთესონი
დაფა | მოჭადრაკე | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|---|
1 | პიოტრ სვიდლერი | რუსეთი | 6 | 7 | 85,7 |
2 | ალექსანდრე მოროზევიჩი | რუსეთი | 6 | 8 | 75,0 |
3 | მიხეილ როიზი | ისრაელი | 5,5 | 7 | 78,6 |
4 | რიჰო ლიივა | ესტონეთი | 6,5 | 9 | 72,2 |
სათ | დმიტრი იაკოვენკო | რუსეთი | 5,5 | 8 | 68,8 |