ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში

(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის)

ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში2000 წელს ფიდეს ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა ევროპის ჩემპიონატი მოჭადრაკე ვაჟთა შორის. ტურნირი შვეიცარიული (საჭიროების შემთხვვევაში იმართება ტაი-ბრეიკი) სისტემით ტარდება და მაინცადამინც დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა.

2003 წლის ჩემპიონატში, რომელიც სტამბოლში ჩატარდა გამარჯვება მოიპოვა ზურაბ აზმაიფარაშვილმა. გარდა ამისა აზმაიფარაშვილმა 2001 წელს მესამე ადგილი დაიკავა. 2009 წელს მესამე და 2010 წელს მეორე ადგილზე გავიდა ბაადურ ჯობავა.

საერთოდ როგორც უკვე ავღნიშნეთ ტურნირი დიდი პოპულარობით ჯერჯერობით ვერ სარგებლობს და მაღლი რეიტინგის მოჭადრაკეები როგორც წესი თავს არიდებენ მას.

2000 წელს ფიდეს ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა ევროპის ჩემპიონატი მოჭადრაკე ქალთა შორის. ტურნირი შვეიცარიული (საჭიროების შემთხვვევაში იმართება ტაი-ბრეიკი) სისტემით ტარდება და ისევე როგორც ვაჟთა ტურნირი მაინცადამინც დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა.

ქართველებიდან მაია ჩიბურდანიძეს და ქეთევან არახამიას მოპოვებული აქვთ ბრინჯაოს მედლები, ხოლო თეა ლანჩავას, ნიდერლანდების სახელით, ვერცხლის მედალი.

შედეგები

რედაქტირება

ღია ტურნირი

რედაქტირება
წელი ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო თამაში/რაუნდი
2000 სენ-ვენსანი, იტალია   პაველ ტრეგუბოვი (RUS)   ალექსეი ალექსანდროვი (BLR)   ტომაშ მარკოვსკი (POL) 120 / 11
2001 ოხრიდი, მაკედონია   ემილ სუტოვსკი (ISR)   რუსლან პონომარიოვი (UKR)   ზურაბ აზმაიფარაშვილი (GEO) 203 / 13
2002 ბათუმი, საქართველო   ბარტლომეი მაციეია (POL)   მიხაილ გურევიჩი (BEL)   სერგეი ვოლკოვი (RUS) 101 / 13
2003 სილივრი, თურქეთი   ზურაბ აზმაიფარაშვილი (GEO)   ვლადიმერ მალახოვი (RUS)   ალექსანდრ გრაფი (GER) 207 / 13
2004 ანტალია, თურქეთი   ვასილი ივანჩუკი (UKR)   პრედრაგ ნიკოლიჩი (BIH)   ლევონ არონიანი (ARM) 74 / 13
2005 ზეგრზე, პოლონეთი   ლივიუ-დიტერ ნისიპეანუ (ROM)   თეიმურ რაჯაბოვი (AZE)   ლევონ არონიანი (ARM) 229 / 13
2006 კუშადასი, თურქეთი   ზდენკო კოზული (CRO)   ვასილი ივანჩუკი (UKR)   კირილ გეორგიევი (BUL) 138 / 11
2007 დრეზდენი, გერმანია   ვლადისლავ ტკაჩიევი (FRA)   ემილ სუტოვსკი (ISR)   დმიტრი იაკოვენკო (RUS) 403 / 11
2008 პლოვდივი, ბულგარეთი   სერგეი ტივიაკოვი (NED)   სერგეი მოვსესიანი (SVK)   სერგეი ვოლკოვი (RUS) 323 / 11
2009 ბუდვა, ჩერნოგორია   ევგენი ტომაშევსკი (RUS)   ვლადიმირ მალახოვი (RUS)   ბაადურ ჯობავა (GEO) 306 / 11
2010 რიეკა, ხორვატია   იან ნეპომნიაშჩი (RUS)   ბაადურ ჯობავა (GEO)   არტიომ ტიმოფეევი (RUS) 408 / 11
2011 ექს-ლე-ბენი, საფრანგეთი   ვლადიმირ პოტკინი (RUS)   რადოსლავ ვოიტაშეკი (POL)   იუდიტ პოლგარი (HUN) 393 / 11
2012 პლოვდივი, ბულგარეთი   დიმიტრი იაკოვენკო (RUS)   ლორენ ფრესინე (FRA)   ვლადიმერ მალახოვი (RUS) 348 / 11
2013 ლეგნიცა, პოლონეთი   ალექსანდრ მოისეენკო (UKR)   ევგენი ალექსეევი (RUS)   ევგენი რომანოვი (RUS) 286 / 11
2014 ერევანი, სომხეთი   ალექსანდრ მოტილევი (RUS)   დავიდ ანტონ გიხარო (ESP)   ვლადიმერ ფედოსეევი (RUS) 257 / 11
2015 იერუსალიმი, ისრაელი   ევგენი ნაიერი (RUS)   დავიდ ნავარა (CZE)   მატეუშ ბარტელი (POL) 250 / 11
2016 გიაკოვა, კოსოვო   ერნესტო ინარკიევი (RUS)   იგორ კოვალენკო (LAT)   ბაადურ ჯობავა (GEO) 245 / 11
2017 მინსკი, ბელარუსი   მაქსიმ მატლაკოვი (RUS)   ბაადურ ჯობავა (GEO)   ვლადიმერ ფედოსეევი (RUS) 397 / 11
2018 ბათუმი, საქართველო   ივან შარიჩი (CRO)   რადოსლავ ვოიტაშეკი (POL)   სანან სიუგიროვი (RUS) 302 / 11

ქალთა ტურნირი

რედაქტირება
წელი ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო თამაში/რაუნდი
2000 ბათუმი, საქართველო   ნატალია ჟუკოვა (UKR)   ეკატერინა კოვალევსკაია (RUS)   მაია ჩიბურდანიძე (GEO)
  ტატიანა სტეპოვაია (RUS)
32 / K.O.
2001 ვარშავა, პოლონეთი   ალმირა სკრიპჩენკო (MDA)   ეკატერინა კოვალევსკაია (RUS)   ქეთევან არახამია (GEO) 157 / 11
2002 ვარნა, ბულგარეთი   ანტოანეტა სტეფანოვა (BUL)   ლილიტ მკრტჩიანი (ARM)   ალისა გალიამოვა (RUS) 114 / 11
2003 სილივრი, თურქეთი   პია კრამლინგი (SWE)   ვიქტორია ჩმილიტე (LTU)   ტატიანა კოსინცევა (RUS) 113 / 11
2004 დრეზდენი, გერმანია   ალექსანდრა კოსტენიუკი (RUS)   Zhaoqin Peng (NED)   ანტოანეტა სტეფანოვა (BUL) 108 / 12
2005 კიშინიოვი, მოლდოვა   კატერინა ლაჰნო (UKR)   ნადეჟდა კოსინცევა (RUS)   ელენა დემბო (GRE) 164 / 12
2006 კუშადასი, თურქეთი   ეკატერინა ატალიკი (TUR)   თეა ლანჩავა (NED)   ლილიტ მკრტჩიანი (ARM) 96 / 11
2007 დრეზდენი, გერმანია   ტატიანა კოსინცევა (RUS)   ანტოანეტა სტეფანოვა (BUL)   ნადეჟდა კოსინცევა (RUS) 150 / 11
2008 პლოვდივი, ბულგარეთი   კატერინა ლაჰნო (UKR)   ვიქტორია ჩმილიტე (LTU)   ანა უშენინა (UKR) 157 / 11
2009 სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი   ტატიანა კოსინცევა (RUS)   ლილიტ მკრტჩიანი (ARM)   ნატალია პოგონინა (RUS) 168 / 11
2010 რიეკა, ხორვატია   პია კრამლინგი (SWE)   ვიქტორია ჩმილიტე (LTU)   მონიკა სოცკო (POL) 158 / 11
2011 თბილისი, საქართველო   ვიქტორია ჩმილიტე (LTU)   ანტოანეტა სტეფანოვა (BUL)   ელინა დანიელიანი (ARM) 158 / 11
2012 გაზიანტეფი, თურქეთი   ვალენტინა გუნინა (RUS)   ტატიანა კოსინცევა (RUS)   ანა მუზიჩუკი (SLO) 103 / 11
2013 ბელგრადი, სერბეთი   Hoang Thanh Trang (HUN)   სალომე მელია (GEO)   ლილიტ მკრტჩიანი (ARM) 169 / 11
2014 პლოვდივი, ბულგარეთი   ვალენტინა გუნინა (RUS)   ტატიანა კოსინცევა (RUS)   სალომე მელია (GEO) 116 / 11
2015 ჩაქვი, საქართველო   ნატალია ჟუკოვა (UKR)   ნინო ბაციაშვილი (GEO)   ალინა კაშლინსკაია (RUS) 98 / 11
2016 მამაია, რუმინეთი   ანა უშენინა (UKR)   საბრინა ვეგა (ESP)   ანტოანეტა სტეფანოვა (BUL) 112 / 11
2017 რიგა, ლატვია   ნანა ძაგნიძე (GEO)   ალექსანდრა გორიაჩკინა (RUS)   ალისა გალიამოვა (RUS) 144 / 11
2018 ვისოკე-ტატრი, სლოვაკეთი   ვალენტინა გუნინა (RUS)   ნანა ძაგნიძე (GEO)   ანა უშენინა (UKR) 144 / 11
2019 ანტალია, თურქეთი