მამაია
მამაია (რუმ. Mamaia) — კლიმატური და ტალახის კურორტი რუმინეთში, კონსტანცის ჟუდეცის შემადგენლობაში. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ კონსტანცის სიახლოვეს. დამახასიათებელია თბილი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 23 °С) და რბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 2 °С); ნალექები 400 მმ წელიწადში. ტერიტორიის კომპლექსური ათვისება 1958 წლიდან დაიწყო. არის შენობა-ნაგებობები. ძირითადი სამკურნალო საშუალებებია: ზღვაში ბანაობა ივნისიდან სექტემბრამდე, მზისა და ჰაერის აბაზანები. წყალი თბილია გვიან შემოდგომამდე. არის ფართო წვრილქვიშიანი პლაჟი. შესაძლებელია ტალახითა და ყურძნით მკურნალობა.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მამაია — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)