რიეკა
რიეკა (ხორ. Rijeka; იტალ. Fiume; უნგრ. Fiume; გერმ. Pflaum) — ხორვატიის მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი და სიდიდით მესამე ქალაქი (ზაგრებისა და სპლიტის შემდეგ). ის მდებარეობს კვარნერის უბეში და აქვს გასასვლელი ადრიატიკის ზღვაში. მისი მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით შეადგენდა 128,624 ადამიანს. აგლომერაციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 245,054 მაცხოვრებელს.[1]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რიეკა Rijeka | |||||
| |||||
ქვეყანა | ხორვატია | ||||
რეგიონი | პრიმორიე-გორსკი-კოტარი | ||||
კოორდინატები | 45°19′00″ ჩ. გ. 14°25′00″ ა. გ. / 45.31667° ჩ. გ. 14.41667° ა. გ. | ||||
მერი | ვოჟკო ობერსნელი | ||||
ფართობი | 44 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0–499 მ | ||||
მოსახლეობა | 128,624[1] კაცი (2011) | ||||
აგლომერაცია | 245,054 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 051 | ||||
საფოსტო ინდექსი | 51000 | ||||
საავტომობილო კოდი | ST | ||||
ოფიციალური საიტი | rijeka.hr | ||||
მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო ისტორის მანძილზე ის მუდმივად წარმოადგენდა დაპირისპირების საგანს იტალიასა, უნგრეთსა და ხორვატიას შორის, შედეგად მისი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა. პირველი მსოფლიო ომის და გაბრიელე დ'ანუნციოს პუტჩის შემდეგ გადაეცა იტალიას. 1947 წლიდან გადაეცა იუგოსლავიას. 2011 წლის აღწერი მიხედვით მისი მოსახლეობის 82,5% არის ხორვატი, ხოლო მსხვილ ეთნიკურ უმმცირესობებს წარმოადგენენ სერბები, ბოსნიელები და იტალიელები.
გალერეა
რედაქტირება-
ივანას სასახლე
-
ადრიას სასახლე
-
"მკვდარი არხი"
ლიტერატურა
რედაქტირება- Cresswell, Peterjon; Atkins, Ismay; Dunn, Lily (10 July 2006) Time Out Croatia, First, London, Berkeley & Toronto: Time Out Group Ltd & Ebury Publishing, Random House. ISBN 978-1-904978-70-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რიეკა, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური საიტი
- Port of Rijeka Authority დაარქივებული 2007-01-06 საიტზე Wayback Machine.
- Old Postcards of Fiume
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 2011 წლის აღწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-02. ციტირების თარიღი: 2014-12-03.