კვარნერის უბე
კვარნერის უბე (ხორ. Kvarnerski zaljev, იტალ. Golfo del Quarnaro ან Carnaro, ლათ. Sinus Flanaticus ან Liburnicus sinus) — უბე ჩრდილოეთ ადრიატიკის ზღვაში. მდებარეობს ისტრიასა და ხორვატიულ ზღვისპირეთს შორის. უბე წარმოადგენს ხორვატიის შიდა წყლების ნაწილს.
უბეში არსებულ დიდ კუნძულებს წარმოადგენენ: ცრესი, კრკი, პაგი, რაბი და ლოშინი. უბეს ნაწილს რომელიც მოქცეულია ამ კუნძულებს შორის ასევე ეწოდება – Kvarnerić („პატარა კვარნერი“) ან იტალ. Golfo del Quarnerolo ან Carnerolo, ხოლო კრკასა და რაბის აღმოსავლეთით მდებარე ნაწილს სენის არხი.
ყურეს აქვს დიდი სიღრმე, რაც რიეკას ნავსადგურს დიდი გემების მიღების საშუალებას საშუალება აძლევს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „Kvarner (Kvarnerski zaljev)“. Istrapedia (ხორვატიული). ციტირების თარიღი: 14 October 2012.