სახელმწიფოს შიდა წყლებს მიეკუთვნება სახელმწიფოს საზღვრებში მთლიანად მოქცეული ზღვები, ტბები, მდინარეები, აგრეთვე საერთაშორისო ზღვების ის ნაწილი, რომელიც ამ სახელმწიფოს საწყისი ხაზების შიგნით (ხმელეთისკენ) არის განლაგებული.

ფილიპინების შიდა წყლები

თავისი იურიდიული სტატუსით შიდა წყლები ფაქტობრივად სახელმწიფოს ტერიტორიაა და მათზე სახელმწიფოს აბსოლუტური იურისდიქცია ვრცელდება. როგორც წესი, უცხო სახელმწიფოს გემებს შიდა წყლებში უნებართვოდ ნავიგაციის უფლება არ აქვთ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: