ხორვატული ზღვისპირეთი

(გადამისამართდა გვერდიდან ხორვატიული ზღვისპირეთი)

ხორვატული ზღვისპირეთი (ხორ. Hrvatsko primorje) — ხორვატიის გეოგრაფიულივ რეგიონი. მდებარეობს ისტრიას, კვარნერის უბეს, დალმაციასა და ნამდვილ ხორვატიას შორის. ხორვატული ზღვისპირეთი შედარებით ახალი ტერმინია, დაახლოებით XVIII-XIX საუკუნიდან. ხანდახან მას ისტრიასთან ერთად უწოდებენ ჩრდილოეთ ზღვისპირეთს, ხოლო დალმაციას სამხრეთ ზღვისპირეთს. რეგიონი მოიცავს 2,830 კმ²–ს. რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 228,725 ადამიანს, საიდანაც ნახევარზე მეტი ცხოვრობს რიეკაში.


  ხორვატული ზღვისპირეთი

  ხანდახან ითვლება ხორვატული ზღვისპირეთის ნაწილად

რეგიონის დასახლებული პუნქტები

რედაქტირება
ხორვატული ზღვისპირეთის ყველაზე დასახლებული არეები

 
რიეკა

რიგი ქალაქი მოსახლეობა

 
ცრიკვენიცა

1 რიეკა 127,498
2 ცრიკვენიცა 6,880
3 მალი–ლოშინი 5,990
4 სენი 4,822
5 კოსტრენა 4,158
წყარო: ხორვატიის სტატისტიკის ბიურო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება