სალომე მელია
სალომე მელია (დ. 14 აპრილი, 1987, ბათუმი, საქართველო) — ქართველი მოჭადრაკე.
სალომე მელია 2006 წელს | |
ქვეყანა (სპორტი) | საქართველო |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 14 აპრილი, 1987 |
დაბადების ადგილი | ბათუმი, საქართველო |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი, გროსმაისტერი. |
ფიდე რეიტინგი | rapid 2398, blitz 2428. |
მაქსიმალური რეიტინგი | 2456 |
სალომე მელია დაიბადა 1987 წლის 14 აპრილს ქალაქ ბათუმში. სალომემ ჭადრაკის თამაში ბავშვობაში შეისწავლა. მისი წინაპრებიც მოჭადრაკეები იყვნენ. სალომეს პირველი მწვრთნელი მამამისი — გენადი მელია იყო.
მისი ერთ-ერთი პირველი ყველაზი დიდი წარმატება იყო ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის მე-15 ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი, სადაც სალომემ 11-დან 8 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სალომე ერთადერთი ქართველი ქალია, რომელმაც მეორე ევროპული მედალი მოიპოვა კლასიკურ ჭადრაკში - 2014 წელს ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ბრინჯაოს მედლის გარდა მელიას აქტივშია ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და მესამედ შესრულებული საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა ვაჟთა შორის. სალომე მეხუთე ქართველი ქალია ვაჟთა შორის უმაღლესი საერთაშორისო წოდებით. 2015 წელს ჩინეთში გამართულ ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
საპრიზო ადგილები
რედაქტირება- მეორე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (2017, (კრეტა, საბერძნეთი);
- მესამე ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2017), (ხანტი-მანსიისკი, რუსეთი);
- მესამე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (2011), (პორტო-კარასი, საბერძნეთი);
- პირველი ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2015, (ჩენდუ, ჩინეთი);
- მესამე ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (2011, (მარდინი, თურქეთი);
- მესამე ადგილი - ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა (2010), (ხანტი-მანსიისკი, რუსეთი)