ალექსანდრ მოისეენკო
ალექსანდრ მოისეენკო ((უკრ. Олександр Моісеєнко, Oleksandr Moiseyenko), (ინგლ. Alexander Moiseenko)) დ. 17 მაისი, 1980, სევერომორსკი, რსფსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2000), 2013 წლის ევროპის ჩემპიონი. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში საჭადრაკო ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებული.
ალექსანდრ მოისეენკო, 2018 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | უკრაინა |
---|---|
ეროვნება | უკრაინელი |
დაბადების თარიღი | 17 მაისი, 1980 |
დაბადების ადგილი | სევერომორსკი, რსფსრ, სსრკ |
წოდება | დიდოსტატი (2000) |
ფიდე რეიტინგი | 2602 (მარტი 2022) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2726 (სექტემბერი 2011) |
ჯილდოები და პრემიები | ღირსების III ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამოისეენკო რუსეთის ქალაქ სევენრომორსკში, უკრაინულ ოჯახში დაიბადა. ჭადრაკის თამაში დედამ ასწავლა და 6 წლისამ ადგილობრივ პიონერთა სასახლეში დაიწყო მომზადება. 1989 წელს ოჯახი ხარკივში გადავიდა. პირველი მწვრთნელი ვლადიმირ ვისკინი იყო, შემდეგ კი შმუტერთან და კარპმანასთან ემზადებოდა. 1996 წელს ესპანეთში მსოფლიოს 16 წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზა, მე-9 ადგილს დასჯერდა [1] და შეჯიბრში დაგროვებული ქულების წყალობით საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო. ორ წელიწადში მისმა ჭადრაკში დაუღალავმა მეცადინეობამ შედეგი გამოიღო და წარმატებებიც წამოვიდა. 1998 წელს ორი ვერცხლის მედალი მოიგო, ჯერ ხარკოვში უკრაინის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იყოჩაღა, 11 პარტიაში 7 ქულით, ხოლო შემდეგ ივლისში ავსტრიულ მურეკში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. [2]
მომდევნო წელს ალუშტაში, უკრაინის ჩემპიონატზე, ოთხ სხვა მოჭადრაკესთან ერთად 6,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაო მისცეს. უკრაინის დიდოსტატთა შეჯიბრში მან 13 პარტიაში 10 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მოგვიანებით კიდევ ორი ტურნირი მოიგო, ჯერ ორიოლში ანდრეი ლუნევთან ერთად გავიდა პირველზე(+5 =6 −0), ხოლო შემდეგ კრასნოდარში(+5 =5 −1). ამ გამარჯვებებით საკმაო ქულები დააგროვა და დიდოსტატის ნორმაც შეასრულა.
2000 წელს ხარკოვში უკრაინის ახალგაზრდულ პირველობაზე, 11 პარტიაში 7,5 ქულა მოიპოვა და ვერცხლის მედალს აიღო.
2003 წელს სტამბულში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე იასპარეზა, 13 პარტიაში 8,5 ქულა დააგროვა, მეოთხე-მეთერთმეტე ადგილებს დასჯერდა და მომდევნო წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მიიღო. იმავე წელს კანადაში სამ შეჯიბრში გამოვიდა. ჯერ Guelph International Pro-Am ტურნირზე მოსინჯა ძალები, 9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა აიღო და მე-3-5 ადგილები გაინაწილა. იმარჯვა ტორონტოში Chess'n Math Association-ზე, სადაც 10 პარტიიდან 8,5 ქულა დააგროვა. ბოლოს კი კანადის ღია ჩემპიონატზე 10 პარტიდან 8 ქულით პირველობა არავის დაუთმო. იგივე ტურნირი მომავალ წელსაც, ასევე 8 ქულით დიმიტრი ტიომკინთან ერთად მოიგო.
2004 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლმა 18 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა. მოისეენკო 128 მონაწილეს შორის რეიტინგით 43-ე იყო. პირველ ეტაპზე სერგეი დოლმატოვი დაამარცხა 1,5:0,5, მეორეში ვიკტორ ბოლოგანი 2,5:1,5, მაგრამ მესამეში ვლარიმირ აკოფიანთან დამარცხდა 0,5:1,5.
ხარკივში უკრაინის ჩემპიონატში გამოვიდა, 5 პარტია მოიგო, 1 წააგო, 7 ყაიმით დაასრულა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კანადის ტურნირებზე კვლავ გააგრძელა გამოსვლა. Guelph International Pro-Am-ზე 9-დან 7,5 ქულით პირველობა არავის დაუთმო. მონრეალის საერთაშორისო ტურნირზე 11 პარტიაში 7 ქულა დააგროვა და მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა. სამწუხაროდ ცუდად გამოვიდა კანადის ღია ჩემპიონატზე, ედმონტონში და მე-12-27-ე ადგილებს დასჯერდა.
2006 წელს მონრეალში კვებეკის ტურნირი მოიგო. 9 შესაძლობლობიდან 8 ქულით. კიტჩენერში კანადის ღია ჩემპიონატზე მესამე-მეცხრე ადგილებზე გავიდა, 9-დან 6 ქულით. იმავე წელს საფრანგეთში Cappelle-la-Grande Open მოიგო, 9-დან 7,5 ქულით.
2007 წელს ტრომსეში Arctic Chess Challenge მოიგო, 9 პარტიაში 7,5 ქულა დააგროვა და 17 წლის მაგნუს კარლსენს, ვუგარ გაშიმოვს და ხეტილ ალეკსანდ ლის ნახევარი ქულით გაუსწრო[3].
2008 წელს მონრეალში, სამ სხვა მოჭადრაკესთან ერთად, მესამედ მოიგო კანადის ღია პირველობა 9-დან 6,5 ქულით. კანადურ ჯილდოებს მალევე ედმონტონში საერთაშორისო ტურნირიც მიამატა, 9-დან 7 ქულით. მან აშშ-ს ექს-ჩემპიონ ალეკსანდ შაბალოვს გაუსწრო.
2009 წელს „მოსკოვი ოფენზე“ 9 პარტიიდან 6,5 ქულით ეტიენ ბაკროსთან ერთად პირველზე გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკში წააგო და მეორეს დასჯერდა. იგივე ტურნირი 2014 წელს მაქსიმ მატლაკოვთან ერთად მოიგო.
2013 წელს პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე იასპარეზა, 13 პარტიდან 6 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და პირველი ადგილი აიღო. თავიდან 8 ქულა 10 მოჭადრაკეს ჰქონდა, თუმც ტაი-ბრეიკში მოისეენკომ ყველას აჯობა. იმავე წილის ბილში, XIX კატეგორიის ტურნირზე გამოვიდა, 3 პარტია მოიგო, 2 წააგო, 5 კი ყაიმით დაასრულა და მეორე ადგილზე გავიდა[4].
2017 წელს ისრაელში “მაკაბიადაზე” ჭადრაკში ვერცხლის მედალი მოიპოვა, პირველზე კი გერმანელი გეორგ მეიერი გავიდა[5].
2019 წელს ისრაელში, ნეთანიის საერთაშორისო ტურნირზე ტალ ბარონთან ერთად მეორე-მესამე ადგილებზე გავიდა[6].
უკრაინის ნაკრები
რედაქტირებაუკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე 6-ჯერ იასპარეზა და ორჯერ გუნდური ოქროს მედალი მოიგო 2004 და 2010 წლებში. 2012-ში ბრინჯაოს დასჯერდა, ხოლო 2014-ში საკუთარ დაფაზე ინდივიდუალური ვერცხლი აიღო.
გაგაცნობთ შედეგებს:
საჭადრაკო ოლიმპიადა:[7]
ბლედი 2002. მეორე სარეზერვო. (+5 =4 −0).
კალვია 2004. მეოთხე დაფა. (+3 =4 −1). გუნდური ოქრო
ტურინი 2006. პირველი სარეზერვო. (+4 =0 −2).
ხანტი-მანსიისკი 2010. სარეზერვო. (+2 =1 -1). გუნდური ოქრო
სტამბული 2012. სარეზერვო. (+4 =2 -1). გუნდური ბრინჯაო
ტრომსე 2014. სარეზერვო. (+5 =4 -0). ინდივიდუალური ვერცხლი
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი:
ბეერშევა 2005. პირველი სარეზერვო. (+1 =1 −1).
ნინბო 2011. მეოთხე დაფა. (+4 =4 −0). გუნდური ბრინჯაო, ინდივიდუალური ოქრო.
ანთალია 2013. მესამე დაფა. (+1 =6 −0). გუნდური ბრინჯაო
წაღკაძორი 2015. სარეზერვო დაფა. (+2 =4 −0). გუნდური ვერცხლი, ინდივიდუალური ბრინჯაო.
ხანტი-მანსიისკი 2017. მეოთხე დაფა. (+3 =5 −0). ინდივიდუალური ბრინჯაო
ევროპის გუნდური ჩემპიონატი:
პლოვდივი 2003. მეორე დაფა. (+3 =4 −1).
გეტებორგი 2005. მესამე დაფა. (+5 =2 −1). ინდივიდუალური ბრინჯაო
კრეტა 2007. მეოთხე დაფა. (+1 =1 −2).
ნოვი-სადი 2011. მეოთხე დაფა. (+2 =3 −2)
პორტო-კარასი 2013. მეოთხე დაფა. (+4 =3 −1). ინდივიდუალური ვერცხლი
ბათუმი. 2019. მეოთხე დაფა. (+1 =3 −2). გუნდური ვერცხლი
ჯილოდოები
რედაქტირება- ღირსების III ხარისხის ორდენი (2004 წელი)[8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://www.365chess.com/players/Alexander_Moiseenko
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=45294
- https://ruchess.ru/persons_of_day/moiseenko_pd/
- https://ratings.fide.com/profile/14102560
- http://slavichnn.narod.ru/central/persona/moiseenko/name.htm
- https://de.chessbase.com/post/interview-mit-alexander-moienko
- http://www.olimpbase.org/players/7pz3hnhj.html
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [ https://theweekinchess.com/html/twic104.html]. THE WEEK IN CHESS 104 04/11/96 Mark Crowther .
- ↑ [ https://theweekinchess.com/html/twic193.html]. THE WEEK IN CHESS 193 - 20th July 1998 by Mark Crowther.
- ↑ Georg Meier wins 20th Maccabiah (21 July 2017).
- ↑ Максим Вашье-Лаграв, Этьен Бакро и Дин Лирен набрали такое же количество очков. В доп.турнире по "быстрым" шахматам, в полуфинале, был обыгран Этьен Бакро 2-0, в финале - проигрыш Максиму Вашье-Лаграву 0,5-1,5.
- ↑ Georg Meier wins 20th Maccabiah (21 July 2017).
- ↑ Netanya International Chess Festival 2019 – Open Section August 2019 Israel FIDE Chess Tournament report. ციტირების თარიღი: 16 June 2020
- ↑ Alexander Moiseenko team chess record at OlimpBase
- ↑ Указ Президент України від 4 листопада 2004 року № 1373/2004 «Про відзначення державними нагородами України»