წაღკაძორი
წაღკაძორი (სომხ. Ծաղկաձոր; სიტყვასიტყვით „ყვავილების ხეობა“) — ქალაქი სომხეთში, პოპულარული და ცნობილი სამთო კურორტია. მდებარეობს სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, ერევნიდან 50 კილომეტრში და რაზდანიდან აღმოსავლეთიდან 5 კმ-ში. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში მხოლოდ 1 256 ადამიანი ცხოვრობს.
ქალაქი | |
---|---|
წაღკაძორი Ծաղկաձոր | |
ქვეყანა | სომხეთი |
კოორდინატები | 40°32′00″ ჩ. გ. 44°43′14″ ა. გ. / 40.53333° ჩ. გ. 44.72056° ა. გ. |
დაარსდა | V საუკუნე |
ადრეული სახელები | კეჩარისი, დარაჩიჩაგი |
ფართობი | 4 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 1825 მ |
ოფიციალური ენა | სომხური ენა |
მოსახლეობა | 1 256 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +374 (223) |
საფოსტო ინდექსი | 2310 |
ოფიციალური საიტი | tsakhkadzor.am |
ისტორია
რედაქტირებაქალაქის ისტორიული სახელწოდებაა კეჩარისი. ადრეული შუა საუკუნეებიდან ქალაქი მიეკუთვნება ვარაჟნუნების ფეოდალურ საგვარეულოს. VI საუკუნიდან ქალაქი კამსაკარანის საგვარეულოს ხელშია. X საუკუნეში ამ საგვარეულოს ენაცვლებიან ფაჰლავუნები, რომლებიც სომეხი არშაკუნიანების ნათესავები იყვნენ. ფაჰლავუნების წარმომადგენელმა გრიგორ მაგისტროსმა აქ 1033 წელს დააარსა კეჩარისის მონასტერი.
მოგვიანებით ქალაქი სხვადასხვა საგვარეულოს მფლობელობაშია. მას რიგ-რიგობით ფლობდნენ მხარგრძელები (ზაქარიდები), ხაკბაკიანები და პროშიანები. ვასაკ ხაკბაკიანმა XIII საუკუნის დასაწყისში მოახდინა კეჩარისის მონასტრის რესტავრაცია.
XVII საუკუნიდან რეგიონი დაიპყრეს ოსმალებმა. XVIII საუკუნეში რეგიონი ოსმალეთ-სპარსეთის ომების პლაცდარმია. 1828 წლის თურქმენჩაის ზავის მიხედვით ქალაქი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და შეუერთდა ერევნის გუბერნიას.
ოსმალების მმართველობის პერიოდში ქალაქს ეწოდებოდა დარაჩიჩაგი („ყვავილების ხეობა“). 1947 წელს სომხეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭომ ქალაქის სახელი გადათარგმნა და წაღკაძორი უწოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Tsaghkadzor.com - Tsaghkadzor Travel Guide დაარქივებული 2021-01-26 საიტზე Wayback Machine.