მსოფლიოს VIII გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის
მსოფლიოს VIII გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის გაიმართა 2011 წლის 16 - 26 ივლისს (ნინბო, ჩინეთი).
ნინბოში რუსები პირველად დარჩნენ საპრიზო სამეულის მიღმა. გამარჯვება კი სომხეთის ნაკრებს ხვდა, რომელმაც თანაბრად განვლი მთელი დისტანცია. სომხეთი აღმოჩნდა ერთადერთი გუნდი, რომელსაც არ წაუგია მატჩი, მაშინ როდესაც ყველამ წააგო მინიმუმ ორი მატჩი მაინც. სუსტად გამოვიდნენ რუსები, რომლებმაც სამი მატჩი წააგეს და მათ შორის აზერბაიჯანთან 1-3 (თავისი პარტიები გრიშჩუკს და სვიდლერს მოუგეს გასიმოვმა და ჰუსეინოვმა).