ნატალია ჟუკოვა
ნატალია ჟუკოვა(უკრ. Наталія Олександрівна Жукова) დ. 5 მაისი, 1979, დრეზდენი,გდრ) - უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2010), ქალთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბლიცში (2012). უკრაინის ქალთა ნაკრების შემადგენლობაში მოიგო საჭადრაკო ოლიმპიადა, მსოფლიოს გუნდური და ევროპის ჩემპიონატები. ქალთა შორის ევროპის ინდივიდულური ორგზის ჩემპიონი (2000, 2015) და უკრაინის დამსახურებული სპორტსმენი.
![]() ნატალია ჟუკოვა 2016 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) |
![]() |
---|---|
ეროვნება | უკრაინელი |
დაბადების თარიღი | 5 მაისი, 1979 |
დაბადების ადგილი | დრეზდენი, გდრ. |
წოდება | დიდოსტატი (2010) |
ფიდე რეიტინგი | 2336 (თებერვალი 2021)[1] |
მაქსიმალური რეიტინგი | 2499 (მაისი 2010) |
ჯილდოები და პრემიები | Order of Princess Olga, 2nd class და მთავრის ცოლ ოლღას III ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფიარედაქტირება
ჟუკოვა დრეზდენში დაიბადა და ბავშვობა კაოვკაში გაატარა. მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დებიუტი 1991 წელს მამაიაში, 12 წლამდელ გოგონათა ჯგუფში ჰქონდა, სადაც 11 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა დააგროვა და მესამე-მეოთხე ადგილები გაინაწილა. 1993 წელს სომბატჰეი-ში ევროპის 14-წლამდელ გოგონებში იჩემპიონა 9-დან 7,5 ქულით. 1994 წელი ბარაქიანი გამოდგა მისთვის და 16 წლამდელ გოგონების პირველობებზე ორი ოქროს მედალი მოიგო, ჯერ ბეილე-ერკულანე-ში ევროპის პირველობაზე იყოჩაღა 7/9, შემდეგ სეგედში მსოფლიოზე 7/9. 1995 წელს 20 წლამდელ გოგონათა პირველობაზე ჰალეში 12-დან 9 ქულით ვერცლის მედალს დასჯერდა. 1995 წელს კიშინიოვში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე გამოვიდა, თუმც წარუმატებლად. იმავე წელს ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა. 1996 წელს უკრაინის ქალთა პირველობაზე პირველი ადგილი გაინაწილა და ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს, სადაც ოლიმპიადაზე იასპარეზა. 1997 წელს ქალთა შორის დიდოსტატი გახდა. 1998 წელს ბელგრადის ქალთა ტურნირზე 9 შესაძლებლობიდან 6 ქულით პირველ-მეორე ადგილები გაინაწილა და გრონინგენის ქალთა ფესტივალი 7/10 მოიგო. 1999 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ნოვა-გორიცაში „Rudenko School Kherson“-ის შემადგენლობაში პირველ ადგილზე გავიდა და თავის პოზიციაზე (პირველ დაფაზე) მცირე ოქროც მიიღო. იმავე წელს ალუშტაში ზონალურ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. 2000 წელს ბათუმში ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ოქრო აიღო. ფინალში ეკატერინა კოვალენსკაია დაამარცხა 2,5:1,5. ევროპის ჩემპიონი მეორედ 2015-ში კვლავ საქართველოს ზღვისპირეთში ამჯერად ჩაქვში გახდა[2]. [3].
ქალთა მსოფლიოს ჩემპინატირედაქტირება
1999რედაქტირება
ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი 1995 წელს კიშინიოვში ჰქონდა. შესარჩევ, საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე 13-დან 6,5 ქულით 52 ქალში 31-ე იყო და კანდიდატთა ტურნირზე ვეღარ გადავიდა.
2000რედაქტირება
ამ წელს ფიდემ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატების წესი შეცვალა და ნიუ-დელიში 64 მოჭადრაკე ქალი ნოკაუტ-სისტემით დაუპირისპირა ერთმანეთს. ჟუკოვა მე-12 ნომრად იყო განთესილი და მეოთხედფინალამდე მივიდა. პირველ ეტაპზე ერიკა სზივას სძლია 1,5:0,5, მეორეში პოლონელ ჯოანა დვორაკოვსკას 2:0, მესამეში ჩინელ ქსუ იუჰუას 2,5:1,5 და მეოთხეში ასევე ჩინელ ქსუ ჟუნთან დამარცხდა 0,5:1,5.
2004რედაქტირება
2004 წელს მეათე ნომერი იყო და ორი ეტაპი გადალახა. ჯერ მოლდოველი სვეტლანა პეტრენკო დაამარცხა 2,5:1,5, შემდეგ რუსი ნადეჟდა კოსინცევა 4:3, მესამეში კი მომავალ ჩემპიონ, ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვასთან დამარცხდა 1:3.
2006რედაქტირება
ეკატერინბურგში 24-ე ნომრად იყო განთესილი და მეორე ეტაპიდან გამოვარდა ჩინელ ჰოუ იფანთან 0:2. მანამდე ასევე ჩინელი შენ იანგი დაამარცხა 3,5:2,5.
2008რედაქტირება
ნალჩიკში პირველივე ეტაპიდან გამოვარდა კატერინა როჰონიანთან 1,5:2,5. ჩემპიონატზე 21-ე ნომრად იყო განთესილი.
2010რედაქტირება
პირველივე ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა ანთაქიაშიც. თურქეთში 35-ე ნომრად იყო განთესილი და მარინა რომანკოსთან დამარცდა 0,5:1,5.
2012რედაქტირება
ხანტი-მანსიისკში 31-ე ნომრად იყო და მესამე ეტაპამდე მივიდა. პირველ მატჩში ჩინელ გუო ქის 1,5:0,5 სძლია, შემდეგ ინდუს ჰამპი კონერუს 2:0 და ჩინელ ჟუ ვენჟუნთან გამოვარდა 1,5:2,5.
2015რედაქტირება
სოჭში 24-ე ნომერი იყო და პირველივე მატჩში თანამემამულე ინა გაპონენკოსთან შეწყვიტა ასპარეზობა 0,5:1,5.
2017რედაქტირება
თეირანშიც პირველივე ეტაპიდან გამოვარდა. იგი 23-ე ნომერი იყო და ქართველ ნინო ხურციძესთან 0,5:1,5 დამარცხდა.
2018რედაქტირება
ცუდ „ტრადიციას“ არც ამჯერად უღალატა და პირველივე ეტაპზე შეწყვიტა ასპარეზობა. იგი 37-ე ნომერი იყო და ჩინელ ნი შიქუნთან 2,5:3,5 წააგო.
უკრაინის ნაკრებირედაქტირება
ქალთა ოლიმპიადარედაქტირება
ჟუკოვას უკრაინის ნაკრებში დებიუტი 1996 წელს, 17 წლისას ჰქონდა. ერევანში ქალთა ოლიმპიადაზე სათადარიგო დაფაზე გამოვიდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. მას შემდეგ პირველ დაფაზე გადაჯდა და 2006 წლამდე ჯილდო არ მოუპოვებია. 2006 წელს ტურინში უკრაინის ნაკრები საუკეთესო იყო და გუნდური ოქრო მოიგეს, ჟუკოვა კი ინდივიდუალურში მეოთხე იყო. 2008 წელს მეორე დაფაზე ითამაშა და ნაკრებთან ერთად ვერცხლი მოიგო. ინდივიდუალურადაც არ უთამაშია ურიგოდ და მცირე ვერცხლით დააჯილდოვეს. გუნდური ბრინჯაო მოიგო მესამე დაფაზე 2010-ში სტამბულში. 2012 წელს ტრომსოში კვლავ ბრინჯაო დაისაკუთრა, თვითონ კი მეოთხე დაფაზე ოქრო აიღო. კვლავ გუნდური ბრინჯაო აიღო 2016-ში ბაქოში, ხოლო 2018-ში ბათუმში ვერცხლი.
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატირედაქტირება
2009 წელს ნინგბოში ნაკრები ბრინჯაოს შესწვდა, ჟუკოვა კი მეორე დაფაზე გამოვიდა. სამაგიეროდ 2013-ში ჩემპიონები გახდნენ ასტანაში, სადაც ნატალია მეოთხე დაფაზე თამაშობდა და ინდივიდუალურ ოქროსაც დაეუფლა.
ევროპის გუნდური ჩემპიონატირედაქტირება
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე 1999 წლიდან გამოდის, 10 გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გუნდური მედალი მოიპოვა. 2009-ში ნოვო-სადში და 2017-ში კრეტაზე ბრინჯაო აიღო, 2013-ში ვარშავაში ოქრო, ხოლო 2015-ში რეიკიავიკში ვერცხლი. ინდივიდუალურადაც ყოჩაღობდა ნატალია, 2003-ში პირველ დაფაზე მცირე ოქრო დაისაკუთრა, 2015-ში მესამე დაფაზე და 2017-ში მეორე დაფაზე კი ვერცხლები.
ოჯახირედაქტირება
ჟუკოვა დრეზდენში დაიბადა და ოდესაში ცხოვრობს. გათხოვილი იყო რუს დიდოსტატ ალეკსანდრ გრიშჩუკზე, რომელთანაც 2007 წელს გოგონა შეეძინა. წყვილი განქორწინებულია.
პოლიტიკური მოღვაწეობარედაქტირება
2019 წელს უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“-ში მეექვსე ნომერი იყო, თუმც პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა და რადაში ვერ მოხვდნენ[4]. 2020 წლის ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მოსინჯა ძალები. პარტიაში „ხალხის მსახური“ მეოთხე ნომერი იყო და ოდესის საკრებულოში მოხვდა[5].
სქოლიორედაქტირება
- ↑ [1]. February 2021.
- ↑ [2]. Украинка Наталья Жукова во второй раз в карьере стала чемпионкой Европы по шахматам.
- ↑ [3]. 16th European Individual Women's Chess Championship.
- ↑ [4]. CEC counts 100 percent of vote in Ukraine's parliamentary elections.
- ↑ [5]. "Слуги народу" висунули Степанова першим у списку в Одеську облраду.