ნინო ხურციძე
ნინო ხურციძე (დ. 28 სექტემბერი, 1975 — გ. 22 აპრილი, 2018, თბილისი) — ქართველი მოჭადრაკე.
ქვეყანა (სპორტი) | საქართველო |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 სექტემბერი, 1975 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი | 22 აპრილი, 2018 (42 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
წოდება |
საერთაშორისო ოსტატი (1999) ქალთა დიდოსტატი (2000) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2472 (ივლისი, 1999) |
საერთაშორისო დიდოსტატი (1993), საერთაშორისო ოსტატი კაცთა შორის (1996). საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქალთა (1989, 1993) და კაცთა შორის (1998). ევროპის ჩემპიონი (1992), ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1993, 95) 20-წლამდელთა შორის. მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე (2000, თავის დაფაძე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი) და მესამე (1998) პრიზიორი. მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1994, 1996 — გუნდური, 1998 — პირადი). მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004) და ზონალური ტურნირების მონაწილე (1993, 1996).
- 2009 (მეორე ადგილი) — ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი, ნოვი სადი, სერბეთი
- 2011 (მესამე ადგილი) — ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი, მარდინი, თურქეთი
- 2011 (მესამე ადგილი) — ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი, პორტო-კარასი, საბერძნეთი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Nino Khurtsidze chess games at 365Chess.com
- ნინო ხურციძე — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)