სეგედი
სეგედი (უნგრ. Szeged; გერმ. Szegedin; რუმ. Seghedin; ხორვატ. Segedin; სერბ. Segedin, Сегедин) — უნგრეთის მესამე უდიდესი ქალაქი, სამხრეთ ალფიოლდის რეგიონის ცენტრი და უდიდესი ქალაქი, ჩონგრადის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი. სეგედის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მთელ უნგრეთში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სეგედი Szeged | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე (უნგრეთი)|უნგრეთის მდეიები|მედიე | ჩონგრადი | ||||
კოორდინატები | 46°15′00″ ჩ. გ. 20°10′00″ ა. გ. / 46.25000° ჩ. გ. 20.16667° ა. გ. | ||||
მერი | László Botka[1] | ||||
პირველი ხსენება | 1183 | ||||
ფართობი | 280,84 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 75 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||
მოსახლეობა | 170 052 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 605,51 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 62 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6720 | ||||
ოფიციალური საიტი | szegedvaros.hu | ||||
სახელი
რედაქტირებასახელი „სეგედი“ სავარაუდიდ მომდინარეობს ძველუნგრული სიტყვა „სეგიდან“ (კუთხე), რაც მიუთითებს მდინარე ტისის გადახვევას, რომელიც ქალაქზე გაედინება.
მდებარეობა
რედაქტირებასეგედი მდებარეობს დედაქალაქ ბუდაპეშტიდან 160 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით, სერბეთისა და რუმინეთის საზღვრებიდან დაშორებულია 20 კმ-ით. გაშენებულია მდინარე ტისის ორივე ნაპირზე.
დემოგრაფია
რედაქტირება2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 170 052 ადამიანს შეადგენს, რომელთა დაახლოებით 94 % უნგრელია. ასევე სახლობენ სერბები, ბოშები, რუმინელები, გერმანელები, ხორვატები, სლოვაკები, ებრაელები და სხვა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო, 1977-დან
- დარმშტადტი, გერმანია, 1990[2]
- ნიცა, საფრანგეთი, 1969-დან
- ოდესა, უკრაინა, 1977-დან
- რახოვი, უკრაინა, 1939-დან და 1997-დან
- პარმა, იტალია, 1988-დან
- ლიეჟი, ბელგია, 2001-დან
- კოტორი, მონტენეგრო, 2001-დან
- როტერდამი, ნიდერლანდები
- ტირგუ-მურეში, რუმინეთი, 1997-დან
- სუბოტიცა, სერბეთი, 1966-დან და 2004-დან
- ტიმიშოარა, რუმინეთი, 1998-დან
- ტოლედო, აშშ, 1990-დან
- ტურკუ, ფინეთი, 1971-დან
- ლოძი, პოლონეთი, 2004-დან
- ვეინანი, ჩინეთი, 1999-დან
- ლარნაკა, კვიპროსი, 1994-დან
- პულა, ხორვატია, 2003-დან
- ვარნა, ბულგარეთი, 2010-დან
- იზმირი, თურქეთი, 2010-დან
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Szeged, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Szeged(photo album) (ინგლისური)
- Szeged, city of sunshine დაარქივებული 2012-05-20 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Szeged in Pictures დაარქივებული 2012-03-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Official site with webcam (უნგრული) (ინგლისური)
- Another site (ინგლისური)
- Official site of the Open Air Festival
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Szeged települési választás eredményei — National Election Commission, 2010.
- ↑ Town Twinnings and international relations დაარქივებული 2009-08-08 საიტზე Wayback Machine. (from the official city website. Accessed 2008-08-11.)