ბეილე-ერკულანე (რუმ. Băile Herculane) — ქალაქი და ბალნეოლოგიური კურორტი რუმინეთში, კარაშ-სევერინის ჟუდეცში. 2002 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 6,051 ადამიანი. კლიმატი რბილია, ხმელთაშუაზღვიური ნიშნებით. ზაფხული მეტად თბილია, ივლისის საშუალო ტემპერატურა 22,5°С. ზამთარი რბილია, იანვარის საშუალო ტემპერატურა — 0,9°С. ნალექები 800 მმ წელიწადში. რუმინეთის უძველესი კურორტია. პირველად მოიხსენიება 153 წელს. სამკურნალო საშუალებებია: ქლორიდულ-კალციუმ-ნატრიუმიანი ტიპის თერმული მინერალური წყაროები გოგირდწყალბადის შემცველობით, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის, ინჰალაციისათვის, ზოგიერთი წყაროს წყალი გამოიყენება სასმელად. არის სანატორიუმები, პანსიონატები, ოტელები, სპორტული ნაგებობები.

ქალაქი
ბეილე-ერკულანე
Băile Herculane

ბეილე-ერკულანე
გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი კარაშ-სევერინი
კოორდინატები 44°52′43″ ჩ. გ. 22°24′51″ ა. გ. / 44.87861° ჩ. გ. 22.41417° ა. გ. / 44.87861; 22.41417
მმართველი Gheorghe Orza[1]
ფართობი 6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 168±1 მეტრი
მოსახლეობა 6,051 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 1,003 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
საფოსტო ინდექსი 325200
ოფიციალური საიტი baile-herculane.ro
ბეილე-ერკულანე — რუმინეთი
ბეილე-ერკულანე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება