კარაშ-სევერინის ჟუდეცი
კარაშ-სევერინის ჟუდეცი (რუმ. Judeţul Caraş-Severin) — ჟუდეცი სამხრეთ-დასავლეთ რუმინეთში, ტრანსილვანიის ოლქში. მოქცეულია მეტწილად ბანატის მთების ფარგლებში. ფართობი 8520 კმ². მოსახლეობა 274 277 ადამიანი (2011). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი რეშიცა. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება სერბეთი, აღმოსავლეთით ჰუნედოარისა და გორჟის ჟუდეცები, ჩრდილოეთით ტიმიშის ჟუდეცი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მეჰედინცის ჟუდეცი. კარაშ-სევერინის ჟუდეცის ფარგლებშია ქალაქი და ბალნეოლოგიური კურორტი ბეილე-ერკულანე, რომლის წყაროებით სარგებლობდნენ ჯერ კიდევ ძველი რომაელები. არის ღირსშესანიშნავი ობიექტები.