ჰუნედოარის ჟუდეცი
ჰუნედოარის ჟუდეცი (რუმ. Judeţul Hunedoara) — ჟუდეცი რუმინეთში, ტრანსილვანიის ოლქში. მდებარეობს სამხრეთი კარპატების, დასავლეთ რუმინეთის მთებისა და პოიანა-რუსკეს მთების მიჯნაზე. ფართობი 7063 კმ², მოსახლეობა 396 253 ადამიანი (2011). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი დევა. რელიეფი მეტწილად მთიანია. მდინარე მურეში ჟუდეცს კვეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ჟუდეცის ფარგლებშია რეტეზატის ეროვნული პარკი. მთავარი სამრეწველო ცენტრია ჰუნედოარა და პეტროშანი.
ჟუდეცის ტერიტორიაზეა აგრეთვე დაკიის ციხესიმაგრეები, რომელიც შეტანილია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 696.