რეტეზატის ეროვნული პარკი
რეტეზატის ეროვნული პარკი (რუმ. Parcul Național Retezat) — ეროვნული პარკი რუმინეთში. შეიქმნა ბუნებრივი ლანდშაფტების დაცვის მიზნით 1935 წელს. მდებარეობს სამხრეთ კარპატებში, რეტეზატის მასივზე. ფართობი 381 კმ². დამახასიათებელია ძველი გამყინვარების ნიშნები, რაც რელიეფში გამოიხატება ტროგების, ცირკების, მყინვარული ტბებისა და სხვათა სახით. გვხვდება მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, ჩვეულებრივი მელა, კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, გარეული ღორი; მაღალმთიანეთშია არჩვი და ალპური ზაზუნა, მდინარეების ნაპირზეა წავი. ორნითოფაუნას ქმნის მთის არწივი, ორბი, სოღო, მეთხილია, ზარნაშო და სხვა. ქვეწარმავლებიდან გვხვდება ჩვეულებრივი გველგესლა, ამფიბიებიდან ალპური ტრიტონი. მთიან ადგილებში იზრდება წიფელი, ნაძვი, სოჭი, არყი, ცირცელი. სუბალპურ სარტყელშია ფიჭვი. 1979 წელს პარკის ნაწილი გამოცხადდა იუნესკოს ბიოსფერულ ნაკრძალად.
რეტეზატის ეროვნული პარკი
Parcul Național Retezat | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
რეტეზატის ეროვნული პარკი
| |
მდებარეობა | ჰუნედოარა |
ქვეყანა | რუმინეთი |
კოორდინატები | 45°20′ ჩ. გ. 22°50′ ა. გ. / 45.333° ჩ. გ. 22.833° ა. გ. |
ფართობი | 381 კმ² |
დაარსდა | 1935 წელს |
ოფიციალური საიტი | ოფიციალური საიტი |