რეტეზატის მასივი
რეტეზატის მასივი (რუმ. Munții Retezat) — მთის მასივი რუმინეთში, სამხრეთ კარპატებში. მაქსიმალური სიმაღლე 2509 მ (მთა პელიაგა). აგებულია უმეტესწილად გრანიტებით. შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები. ბევრია მყინვარული წარმოშობის ტბა, რომელთაგან აღსანიშნავია ბუკურა. არის ჰიდროგრაფიული ქსელი. შემოსილია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით. ზევით ალპური მდელოა. მასივის ცენტრალური ნაწილი უკავია რეტეზატის ეროვნულ პარკს.
რეტეზატის მასივი | |
---|---|
რეტეზატის მასივი | |
კოორდინატები: 45°22′ ჩ. გ. 22°52′ ა. გ. / 45.367° ჩ. გ. 22.867° ა. გ. | |
ქვეყანა | რუმინეთი |
უმაღლესი წერტილი | პელიაგა |
სიმაღლე | 2509 მ |
ამგებელი ქანები | გრანიტი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რეტეზატის მასივი“ ვიკისაწყობში.
- რეტეზატის მასივი (გერმანული)