ზარნაშო
ზარნაშო (ლათ. Bubo) — ფრინველების გვარი ბუსნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბუების რიგის ყველაზე დიდი წარმომადგენელია ჩვეულებრივი ზარნაშო (ლათ. Bubo bubo). მისი სხეულის სიგრძეა 65-80 სმ, ფრთების შლილი 175 სმ, წონა 2-3 კგ. დედალი მამალზე დიდია. ძირითადად მობინადრეა. გვხვდება მთასა და ბარში, ტყესა და უდაბნოში. იკვებება კურდღლებით, ფრინველებით, რითაც მცირეოდენი ზიანი მოაქვს, მაგრამ სასაგრებლოცაა — სპობს დიდძალ თაგვისებრ მღრღნელებს.
ზარნაშო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Bubo | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 486.