ჩვეულებრივი ზარნაშო
ჩვეულებრივი ზარნაშო[1] ან უბრალოდ ზარნაშო[2] (ლათ. Bubo bubo) — ფრინველი ბუსებრთა ოჯახისა.
ჩვეულებრივი ზარნაშო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Bubo bubo (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22688927 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ბუ. სხეულის სიგრძე 75 სმ-მდეა, მასა 4,2 კგ-მდე, ფრთის შლილი 188 სმ-მდე. დედლები მამლებზე დიდი ზომისანი არიან. ზომა და შეფერილობა გეოგრაფიულად იცვლება (გამოყოფენ 15-ზე მეტ ქვესახეობას). ფონი ჟანგმიწოვან-მურადან (ჩრდილოეთი ევროპა) ან რუხ-კრემისფერიდან (დასავლეთი ციმბირი) ქვიშისფრამდეა (ირანი); მუქი ნახატები სხვადასხვა ინტენსივობით ახლავს თან. ახასიათებს ფართო გრძივი ლაქები მკერდზე და წვრილი განივი წინწკლები მუცელზე. თვალის ფერი ყვითელ-ნარინჯისფრიდან წითლამდეა. ძახილი მძლავრი, ჩვეულებრივ დაბალი ორმარცვლიანი გრიალია, ზოგჯერ ხარხარი, ტირილი, გუგუნი, მწივანა ყვირილიც.
გავრცელებულია ევრაზიაში ტყეების ჩრდილოეთი საზღვრიდან ახლო აღმოსავლეთის უდაბნოებამდე, ტიბეტის მთის სტეპებამდე (ზღვის დონიდან 5000 მეტრ სიმაღლემდე) და ჩინეთის ტროპიკულ სამხრეთ ნაწილამდე; ადამიანთა მიერ დევნისა და საცხოვრებელი ლანდშაფტების რღვევის გამო მრავალ რაიონში გაქრა. წყვილი მთელი წლის მანძლზე ერთ ტერიტორიაზე რჩება, სეზონურად იშვიათად მომთაბარეობს.
იკვებება მღრღნელებით, ზღარბებით, ბაყაყებით, თევზებით, ბატებით, სოღოებით, კურდღლებით, ჩლიქოსანთა ნაშიერებით.
ბუდობენ ნიშებში, მცირე გამოქვაბულებში, იშვიათად ფუღუროებსა და მტაცებელ ფრინველთა ბუდეებში. დედალი 2–5 კვერცხს დებს; ინკუბაცია 33–35 დღე გრძელდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-ზე მეტ წელს შეადგენს. შეტანილია მრავალი ევროპული ქვეყნის წითელ წიგნში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Коблик Е. А. ФИЛИН დაარქივებული 2020-06-22 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 33. Москва, 2017, стр. 340
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 486.
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 88, 115, 188.