ცირცელი
ცირცელი (ლათ. Sorbus aucuparia) — ბუჩქი ან პატარა ხე ცირცელის გვარის, ვარდისებრთა ოჯახიდან. ნაცრისფერი, გლუვი ვარჯით, ბეწვიანი ახალგაზრდა ტოტებით და კენტფრთართული ფოთოლაკიანი ფოთლებით. თეთრი ყვავილები ფარისებრ თანაყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი თითქმის ბურთივით მრგვალია, ვაშლისებრი ფორმის, წვნიანი, მკვეთრი ნარინჯისფერი-მოწითალოა.
ქიმიური შემადგენლობა
რედაქტირებანაყოფები შეიცავს მწარე ნივთიერებებს, შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს C და A-ს (კაროტინი).
გამოყენება
რედაქტირებაცირცელის ნაყოფი შედის მრავალი ვიტამინური ჩაის შემადგენლობაში. 100 გ გამოწურულ და დაქუცმაცებულ ნაყოფების გამონაწნეხი შეიცავს 80 მგ კაროტინს (ადამიანისათვის დღიური დოზა შეადგენს 3 მგ-ს). ცირცელში კაროტინი ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში, ხალხურ მედიცინაში ცირცელს დიდი ხანია იყენებენ შარდმდენ და საფაღარათო საშუალების სახით. გამხმარი ნაყოფების ნახარში და ნედლი ნაყოფების წვენი გამოიყენება დიზენტერიის სამკურნალოდ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იმერეთის სამკურნალო ფლორა დაარქივებული 2007-10-17 საიტზე Wayback Machine.