ბურთი
ბურთი — დრეკადი (ტყავი, რეზინი) ან მკვრივი მასალისაგან დამზადებული მრგვალი ან ოვალური[1] საგანი. იყენებენ სპორტულ თამაშებში. ძირითად ჯგუფს შეადგენს ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, წყალბურთის, ხელბურთისა და რაგბის ბურთები, რომლებსაც აქვთ ტყავის საფარი და გასაბერი რეზინის კამერები. აგრეთვე არსებობს დატენილი ბურთები, რომლებიც ამოვსებულია შალის ან ბამბის ანაძენძით. ბურთები ერთმანეთოსაგან განსხვავდება წონით, საფრის სისქით, დიამეტრით და ფორმით. ჰოკეის ბურთი მზადდება დაწნეხილი კორპის გულისაგან, მაგიდის ჩოგბურთის ბურთი — თეთრი და თხელი ცელულოიდისაგან, ჩოგბურთის — რეზინისა და მაუდისაგან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Code of Federal Regulations: 1985-1999. U.S. General Services Administration, National Archives and Records Service, Office of the Federal Register (5 November 1999). ციტირების თარიღი: 5 November 2017.