სპორტული შეჯიბრებები
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სპორტული შეჯიბრებები — სპორტსმენების შეხვედრის ორგანიზებული ფორმა, სადაც ვლინდება სპორტსმენის მაქსიმალური შესაძლებლობები-ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, სიმარჯვე, უმაღლესი სპორტული მიღწევებისაკენ სწრაფვა, ტაქტუიკური და ფსიქოლოგიური მომზადება. არსებობს შემდეგი სახის სპორტული შეჯიბრებები:
- ოლიმპიური თამაშები;
- მსოფლიო ჩემპიონატები;
- თასების გათამაშებები;
- უნივერსიადები;
- კონტინენტური ჩემპიონატები;
- სპარტაკიადები.
არსებობს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების სამი ძირითადი სისტემა: წრიული (ყველა მოთამაშე ერთმანეთს ხვდება ერთხელ ან რამდენმეჯერ), სათასო (წაგებული გადის თამაშიდან) და შერეული.