ცირცელი (გვარი)
ცირცელი (ლათ. Sorbus) — მერქნიან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. უმეტესად ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია.
ცირცელი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი ცირცელი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Sorbus (L., 1753) | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
|
100-მდე სახეობა (სხვა მონაცემებით გაცილებით ნაკლები) გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი კლიმატის ქვეყნებში. საქართველოში 14 სახეობაა, მათ შორის 10 კავკასიის ენდემია, 2 — საქართველოსი; უმეტესობა ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში იზრდება, ზღვის დონიდან 1800-2500 მ-მდე, ზოგი — მთის შუა სარტყელის ტყეებშიც, ზღვის დონიდან 1700 მ-მდე, ყველა სახეობა დეკორატიულია. ცირცელი-ს, Sorbus domestica-ს და სხვათა ნაყოფს იყენებენ საკონდიტრო მრეწველობაში; მათი მერქანი მძიმეა, მდგრადი, მაგარი და მკვრივი; იყენებენ სახარატო საქმეში და ავეჯის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქიმერიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 224.