ალპური ვირზაზუნა
ალპური ვირზაზუნა (ლათ. Marmota marmota) — ძუძუმწოვარი ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა. ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ევროპის მაღალმთიან ნაწილში, უმეტესწილად ალპებში. ზომით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მღრღნელია. მყინვარული პერიოდის ფაუნის ტიპური წარმომადგენელია, რომელიც პლეისტოცენში ევროპის დაბლობზე ბინადრობდა. ამჟამად წარმოადგენს იმ პერიოდის რელიქტურ სახეობას, რომლის გავრცელების არეალია მაღალმთიანი რაიონები. ალპური ვირზაზუნა გვხვდება ალპის, კარპატებისა და ტატრის მთების გარკვეულ ადგილებში. აღმოსავლეთ ალპებში, ცენტრალურ მასივზე, იურაში, ვოგეზებსა და პირენეებში ალპური ვირზაზუნა რამდენიმე წლის წინ იყო ინტროდუცირებული. შვარცვალდზე არის ალპური ვირზაზუნების მცირე კოლონია. ბინადრობს კლდოვან ფერდობებზე, ზღვის დონიდან 600-3200 მ სიმაღლეზე. ხელსაყრელ პირობებში 1 კვადრატულ კილომეტრზე ბინადრობს 40-იდან 80-მდე სახეობა.
ალპური ვირზაზუნა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Marmota marmota | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 12835 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალპური ვირზაზუნა“ ვიკისაწყობში.
- ალპური ვირზაზუნა დაარქივებული 2012-10-15 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- ალპური ვირზაზუნა (რუსული)