რეშიცა (რუმ. Reşiţa) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ რუმინეთში, კარაშ-სევერინის ჟუდეცში. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 65,509 ადამიანი. რეშიცაშია ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მეტალურგიული კომბინატი. მსხვილი სამრეწველო ცენტრი და სატრანსპორტო კვანძია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეტალურგიული ქარხანა და მეტალურგიული კომბინატი მოდერნიზებული იქნა. ქალაქის გავლით გადის საავტომობილო გზები და რკინიგზა.

ქალაქი
რეშიცა
Reşiţa

რეშიცა
გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
ჟუდეცი კარაშ-სევერინი
კოორდინატები 45°18′00″ ჩ. გ. 21°53′25″ ა. გ. / 45.30000° ჩ. გ. 21.89028° ა. გ. / 45.30000; 21.89028
მმართველი Ioan Popa[1]
ფართობი 197.65 კმ²
ცენტრის სიმაღლე 208
მოსახლეობა 65,509 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
საფოსტო ინდექსი 320011–320236
ოფიციალური საიტი http://www.primaria-resita.ro/
რეშიცა — რუმინეთი
რეშიცა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება