ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში 2008

ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის

V ტურნირი ნოკაუტ-სისტემით.

28 აგვისტო - 17 სექტემბერი 2008 ნალჩიკი

მეხუთე ტურნირი ნალჩიკში ჩატარდა. ტურნირს წინ უძღოდა საქართველოში მომხდარი აგვისტოს მოვლენები. ამიტომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ფიდეს თხოვნით მიმართა გადაეტანა ჩემპიონატი რომელიმე სხვა ქვეყანაში. ფიდემ ეს თხოვნა უყურადღებოდ დატოვა და ქართველმა მოჭადრაკეებმა ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათ მხარი ზოგიერთი სხვა ქვეყნის მოჭადრაკემაც დაუჭირა. საბოლოოდ ნალჩიკში 64 მოჭადრაკის ნაცვლად 55 მოჭადრაკე ჩავიდა.

გამარჯვების ძირითად პრეტენდენტებად რუსი და ჩინელი მოჭადრაკეები ითვლებოდნენ. მათთვის კონკურენციის გაწევა შვედ პია კრამლინგს, ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას და ინდოელ ჰუმრუ კონერუს შეეძლოთ. საბოლოოდ ასეც მოხდა. მეოთხედფინალში ორ ჩინელ მოჭადრაკესთან ერთდ ა. კოსტენიუკი, ჰ. კონერუ, ა. სტეფანოვა, პ. კრამლინგი ლ. მკრტიჩიანი და ა. უშენინა გავიდნენ.

ნახევარფინალებშიც ფავორიტები მოხვდნენ, ხოლო ფინალში კოსტენიუკმა ერთი ქულის უპირატესობით შეძლო ჩინელთა ამომავალი ვარსკვლავის ხოუ იფანის დამარცხება.

ქართველთაგან თამაშობდა გერმანიის სახელით მოასპარეზე ქეთევან კახიანი, რომელმაც პირველივე წრეში წააგო შენ იანთან 0,5-1,5.

ტექნიკური შედეგები (მეოთხედფინალიდან)

მეოთხედფინალი

მოჭადრაკე ქვეყანა მოჭადრაკე ქვეყანა ანგარიში
1 ჰამპი კონერუ ინდოეთის დროშა ინდოეთი შენ იანი დროშა: ჩინეთი ჩინეთი 2 - 0
2 ხოუ იფანი დროშა: ჩინეთი ჩინეთი ლილიტ მკრტიჩიანი დროშა: სომხეთი სომხეთი 1,5 - 0,5
3 ალექსანდრა კოსტენიუკი დროშა: რუსეთი რუსეთი ანა უშენინა დროშა: უკრაინა უკრაინა 2 - 0
4 პია კრამლინგი დროშა: შვედეთი შვედეთი ანტუანეტა სტეფანოვა დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 1,5 - 0,5

ნახევარფინალი

მოჭადრაკე ქვეყანა მოჭადრაკე ქვეყანა ანგარიში
1 ხოუ იფანი დროშა: ჩინეთი ჩინეთი ჰამპი კონერუ ინდოეთის დროშა ინდოეთი 4 - 3
2 ალექსანდრა კოსტენიუკი დროშა: რუსეთი რუსეთი პია კრამლინგი დროშა: შვედეთი შვედეთი 1,5 - 0,5

ფინალი

მოჭადრაკე ქვეყანა მოჭადრაკე ქვეყანა ანგარიში
1 ალექსანდრა კოსტენიუკი დროშა: რუსეთი რუსეთი ხოუ იფანი დროშა: ჩინეთი ჩინეთი 2,5 - 1,5