სომბატჰეი
სომბატჰეი (უნგრ. Szombathely) — უნგრეთის სიდიდით მე-10 ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ავსტრიის საზღვრის სიახლოვეს. წარმოადგენს ვაშის მედიეს ადმინისტრაციულ ცენტრს. სომბატჰეი უნგრეთის უძველესი ქალაქია. აქ დაიბადა წმინდა მარტინე ტურელი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სომბატჰეი უნგრ. Szombathely | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | ვაში | ||||
კოორდინატები | 47°14′00″ ჩ. გ. 16°38′00″ ა. გ. / 47.23333° ჩ. გ. 16.63333° ა. გ. | ||||
მერი | András Nemény[1] | ||||
ფართობი | 9750 ჰექტარი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 209±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||
მოსახლეობა | 78 324 (1 იანვარი, 2021)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური ევროპის დრო, UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 94 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9700 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.szombathely.hu | ||||
სახელი მომდინარეობს უნგრული სიტყებიდან „szombat“ (შაბათი) და „hely“ (ადგილი), რაც მის საბაზრო ქალაქის ფუნქციებზე მიუთითებს. სწორედ შაბათობით იმართებოდა შუა საუკუნეების ბაზრობები.
სომბატჰეი უნგრეთის უძველესი წერილობით დადასტურებული ქალაქია. იგი ახ. წ. 45 წელს რომაელებმა დააარსეს სახელით კოლონია-კლაუდია-სავარიენსუმი და ის წარმოადგენდა რომის პროვინციის — ზემო პანონიის დედაქალაქს.
დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება
სომბატჰეისთან დაძმობილებული ქალაქებია:
- ფერარა (იტალია)
- კაუფბოირენი (ბავარია, გერმანია)
- კოლინგი (დანია)
- სისაკი (ხორვატია)
- ლაპეენრანტა (ფინეთი)
- მარიბორი (სლოვენია)
- რამათ-განი (ისრაელი)
- იოშკარ-ოლა (რუსეთი)