ნატალია პოგონინა
ნატალია პოგონინა (რუს. Ната́лья Андре́евна Пого́нина) დ. 9 მარტი, 1985, ვლადივოსტოკი,რსფსრ, სსრკ) — რუსი მოჭადრაკე, ქალთა შორის დიდოსტატი (2004), რუსეთის დიდოსტატი (2006), რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2016). ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი.
ნატალია პოგონინა, რუსეთის ქალთა სუპერფინალი. 2018 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | რუსეთი |
---|---|
ეროვნება | რუსი |
დაბადების თარიღი | 9 მარტი, 1985 |
დაბადების ადგილი | ვლადივოსტოკი,რსფსრ, სსრკ |
წოდება | ქალთა დიდოსტატი (2004) |
ფიდე რეიტინგი | 2472 (მარტი 2021) [1] |
მაქსიმალური რეიტინგი | 2508 (ივლისი 2014) |
ჯილდოები და პრემიები | II ხარისხის „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ ორდენის მედალი |
საიტი | pogonina.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჭადრაკის თამაში 5 წლისას ბაბუამ ასწავლა, საფუძვლიანი მომზადება კი 1993 წელს, სკოლაში შაშის ტურნირის მოგების შემდეგ დაიწყო. 1998 წელს რუსეთის 14 წლამდელ გოგონებში იჩემპიონა. ორჯერ გახდა გოგონებში ევროპის ჩემპიონი, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ჯერ 2000 წელს, კალითეაში 16 წლამდელებში იმარჯვა, ხოლო 2003-ში ბუდვაში 18 წლამდელებში. 2004 წელს ქალთა დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 2005 წელს ბიკოვას მემორიალი მოიგო[2], ხოლო 2007-ში რუდენკოს მემორიალი[3]. მესამე ადგილი დაიკავა ჩრდილოეთ ურალის ქალთა ძლიერ ტურნირზე, ხოლო მომდევნო წელს უნივერსიტეტთა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2008 წელის ბარაქიანი გამოდგა მისთვის. ჯერ პეკინში მსოფლიოს ინტელექტუალურ თამაშებზე ნაკრების შემადგენლობაში ბლიცის შეჯიბრში ოქროს მედალი მოიგო, ხოლო სწრაფში ბრინჯაო. ქალთა ოლიმპიადაზე მეხუთე დაფაზე იჯდა და 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა. 2009 წელს მოსკოვის ღია პირველობაზე 9 პარტიაში 8 ქულა დააგროვა და პირველი ადგილიც აიღო. სანქტ-პეტერბურგში კი ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. 2011 წელს გუნდური მედლები მოინაგრა. ჯერ ევროპის ქალთა საკლუბო თასზე AVS-ს შემადგენლობაში გახდა ჩემპიონი [4] და შემდეგ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე. [5] გუნდურ ვერცხლს დაეუფლა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე<ref>[6]. FIDE Women's World Chess Team Championship Has Ended In Mardin>. ხოლო მომდევნო წლის აგვისტოში რუსეთის ქალთა ჩემპიონი გახდა. შეჯიბრში წაუგებლად იასპარეზა, 4 მოიგო და 5 ყაიმით დაასრულა. 2015 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში ფინალში ითამაშა, თუმც დამარცხდა. 2018 წელს რუსეთის ქალთა პირველობაზე კვლავ იყოჩაღა და მეორედ გახდა ჩემპიონი.
ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები
რედაქტირებაელისტაში 64 მონაწილეს შორის რეიტინგით 35-ე იყო და პირველივე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა, ფრანგ მარი სებაგთან 0,5:1,5.
კვლავ პირველ ეტაპზე დაასრულა გამოსვლა ეკატერინბურგში, სადაც 42-ე ნომრად იყო განთესილი. იგი თანამემამულე ბაირა კოვანოვამ გამოთიშა ასპარეზობას 0:2.
მესამე ეტაპამდე მივიდა ხანტი-მანსიისკში, სადაც მე-19 ნომერი იყო. პირველ ორ მატჩში თანამემამულეები სვეტლანა მატვეევა (3:1) და ალეკსანდრა კოსტენიუკი (1,5:0,5) დაიფრინა, თუმც მესამეში უკრაინელ ანა უშენინასთან დამარცხდა 0,5:1,5.
2015
რედაქტირებაფინალამდე მივიდა სოჭში, სადაც 31-ე ნომრად იყო განთესილი. პირველ ეტაპზე ჩინელ გუო ქის მოუგო 1,5:0,5, მეორეშიც ჩინელი ჟუ ვენჟუნი დაამარცხა 1,5:0,5, მესამეში ფრანგი მარი სებაგი 3:1, მეოთხედფინალში ისევ ჩინელი ჟაი ქსიუ გამოთიშა ასპარეზობას 2,5:1,5, ნახევარფინალში შვედი პია კრამლინგი 2,5:1,5 და ფინალში უკრაინელ მარია მუზიჩუკს დაუპირისპირდა. რეგლამენტით ოთხი მატჩი იყო განსაზღვრული. პირველი შეხვედრა თეთრებით ყაიმით დაასრულა, მეორე კი შავებით წააგო. დარჩენილი ორი პარტია ყაიმებით დასრულდა და ნატალია ტიტულის გარეშე დარჩა.
მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | ქ |
მარია მუზიჩუკი | უკრაინა | = | 1 | = | = | 2,5 |
ნატალია პოგონინა | რუსეთი | = | 0 | = | = | 1,5 |
2017
რედაქტირებამესამე ეტაპამდე მივიდა თეირანში, სადაც მე-11 ნომრად იყო განთესილი. პირველ ეტაპზე კანადის სახელით მოასპარეზე ქიუ ჟოუს სძლია 1,5:0,5, მეორეში ჩინელ ჰუან ქიანს 3,5:2,5 და მესამეშიც ჩინელ ნი შიქუმთან დამარცხდა 0,5:1,5.
2018
რედაქტირებაკვლავ მესამე ეტაპიდან გამოვარდა ხანტი-მანსიისკში, სადაც მე-14 ნომერი იყო. პირველ ეტაპზე ინდოელი ბჰაკტი კულკარნი დაამარცხა 1,5:0,5, მეორეში ჩინელი ჟუ ჟუნერი 4:2 და მესამეში რუსეთის სახელით მოთამაშე კატერინა ლაგნოსთან დამარცხდა 4:5.
ფიდეს გრან-პრი ქალთა შორის
რედაქტირებაფიდეს ქალთა გრან-პრის 2015-2016 წლების გათამაშებაში იასპარეზა, რომლის გამარჯვებულიც ქალთა მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის დაუპირისპირდებოდა. ნატალია ხუთიდან სამ ტურნირზე გამოვიდა და 21 მონაწილეს შორის მე-12 ადგილზე გავიდა.
რუსეთის ქალთა ნაკრები
რედაქტირებასაჭადრაკო ოლიმპიადაზე ძირითადად სათადარიგო იყო. პირველად 2008 წელს დრეზდენში, სათადარიგოზე გამოვიდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. 2010 წელს ხანტი-მანსიისკში რუსეთის მეორე ნაკრების შემადგენლობაში პირველ დაფაზე იასპარეზა და გუნდი ათეულში მოხვდა. ორი ოქროს მედლით დაბრუნდა 2012 წელს სტამბულის ოლიმპიადიდან, როგორც სათადარიგო მოთამაშემ გუნდური და პირადი ოქროები მოიგო. ნატალიამ 6 პარტიაში იმარჯვა და თითი-თითო წაგება-ყაიმი გაიფორმა. 2014 წელს ტრომსოშიც სათადარიგომ გუნდური ოქრო აიღო. მეოთხე დაფაზე იჯდა მომდევნო ორ ოლიმპიადაზე ბაქოში და ბათუმში, სადაც ნაკრები მეოთხეზე გავიდა. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე 2011 წელს პორტო კარასში, სათადარიგო დაფაზე მოთამაშემ გუნდური და პირადული ოქრო აიღო, ხოლო 2013-ში ვარშავაში მესამე დაფაზე, გუნდური ვერცხლი და პირადი ბრინჯაო. მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე სამჯერ გამოვიდა და ექვსი მედალიც მოიგო. 2011-ში მადრინში სათადარიგო დაფაზე და ნაკრების შემადგენლობაში ვერცხლის მედლები აიღო, ხოლო 2013-ში ასტანაში მესამე დაფაზე ნაკრებთან ერთად და თავის დაფაზეც ბრინჯაოები. კვლავ მესამე დაფაზე ითამაშა 2015-ში ჩენდუში, სადაც ინდივიდუალური და გუნდური ვერცხლები მიიღო.
შემოქმედება
რედაქტირება2009 წლიდან საიტ Chess.com-ის მიმომხილველია. წერს საჭადრაკო ბლოგებს Sports.ru-ზე და RedHotPawn.com-ზე. მიჰყავდა საჭადრაკო რეპორტაჟები და ღონოსძიებები ChessGames.com და Chessdom.com საიტებზე. 2009 წელს დაანონსა რომ პეტერ ჟდანოვთან ერთად მუშაობს წიგნზე “Chess Kama Sutra” რომელიც მალე გამოვა. წიგნი ჯერ არ გამოსულა, თუმც მედიისგან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2009 წლის 5 ივნისს ცოლად გაჰყვა IT-სპეციალისტს პეტერ ჟდანოვს, იმავე წელს ბიჭი შეეძინათ. სარატოვის სახელმწიფო იურიდული აკადემია წითელ დიპლომზე დაასრულა. მისი ჰობია ფლამენგო, მუსიკა, ფოტოგრაფია, მოგზაურობა, სპორტი, ლიტერატურა და პოეზია. ინტერნეტ საჭადრაკო კლუბში მისი ნომერია „Bagira“.
ორდენები
რედაქტირება- Медаль ордена «За заслуги перед Отечеством» II ხარისხი (25 ოქტომბერი, 2014 წელი) — დიდი წვლის შეტანისთვის ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში, მაღალი სპორტული მიღწევებისთვის XXXXI მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალაქ ტრომსოში (ნორვეგია).
სქოლიო
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://ratings.fide.com/profile/4147855
- https://ratings.ruchess.ru/people/100 დაარქივებული 2021-08-04 საიტზე Wayback Machine.
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=54808
- https://www.365chess.com/players/Natalija_Pogonina
- https://www.chess.com/member/natalia_pogonina
- https://twitter.com/Pogonina
- http://interviews.chessdom.com/natalya-pogonina დაარქივებული 2020-08-12 საიტზე Wayback Machine.
- http://www.chessdom.com/interview-with-natalia-pogonina/ დაარქივებული 2021-04-12 საიტზე Wayback Machine.