ბუდვა
ბუდვა (ჩერნოგ. Будва, Budva) — ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქი მონტენეგროში, ბუდვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2023 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 17 479 ადამიანს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბუდვა Budva Будва | |||||
| |||||
ქვეყანა | მონტენეგრო | ||||
დაქვემდებარება | ქალაქი | ||||
მუნიციპალიტეტი | ბუდვა | ||||
კოორდინატები | 42°17′05″ ჩ. გ. 18°50′43″ ა. გ. / 42.28472° ჩ. გ. 18.84528° ა. გ. | ||||
ფართობი | 4,2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 3±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 13 338 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 3 200 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +382 33 | ||||
საფოსტო ინდექსი | 85310 | ||||
საავტომობილო კოდი | BD | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.budva.me/ | ||||
ბუდვის ირგვლივ სანაპირო ზონა, რომელსაც ბუდვის რივიერა ეწოდება, არის მონტენეგროს ტურიზმის ცენტრი, რომელიც ცნობილია თავისი კარგად შემონახული შუა საუკუნეების კედლებით შემოსაზღვრული ქალაქით, ქვიშიანი პლაჟებითა და მრავალფეროვანი ღამის ცხოვრებით. ბუდვა 2500 წლისაა, რაც მას ადრიატიკის სანაპიროზე ერთ-ერთ უძველეს დასახლებად აქცევს.[1]
ეტიმოლოგია
რედაქტირებამონტენეგროში ქალაქი ცნობილია როგორც Будва ან Budva; იტალიურად და ლათინურად, როგორც Budua; ალბანურად, როგორც Budua, ხოლო კლასიკურ, ძველ ბერძნულში, როგორც Bouthoe (Βουθόη).[2]
ისტორია
რედაქტირებალეგენდა მოგვითხრობს, რომ ბუდვა (Βουθόη - Bouthoē) დააარსა კადმოსმა, თებეს დამაარსებელმა, მაშინ როდესაც თებედან გადაასახლეს და ამ ადგილას თავშესაფარი იპოვა მისთვის და მისი მეუღლის, ქალღმერთ ჰარმონიასათვის.
ბუდვის შესახებ პირველი ჩანაწერი თარიღდება ძვ. წ. V საუკუნით. თავდაპირველად ეს ადგილი ილირიის სამეფოს ეკუთვნოდა. ძვ. წ. VI საუკუნეში, ადრიატიკის ბერძნული კოლონიზაციის დროს, დაარსდა ბერძნული ემპორიუმი. ძვ. წ. II საუკუნეში ბუდვის ტერიტორია რომის იმპერიის ნაწილი გახდა.[3]
VI საუკუნეში ბუდვა ბიზანტიის იმპერიის ნაწილი იყო, ხოლო მომდევნო ორ საუკუნეში სლავებმა და, უფრო მცირე რაოდენობით, ავარებმა დაიწყეს ჩამოსსახლება ამ მხარეში და შეერივნენ რომაულ მოსახლეობას. ბუდვის ყურე ავარების შემოსევების დროს ცნობილი იყო როგორც ავარორუმის სინუსი (ავარის ყურე). 841 წელს ბუდვა დაარბიეს მაჰმადიანმა სარაცინებმა, რომლებმაც გაანადგურეს ტერიტორია.
ადრეულ შუა საუკუნეებში ბუდვაში მეფობდნენ დუკლიის სახელმწიფოს მეფეები, ასევე სერბი და ზეტი არისტოკრატები.
დაახლოებით 1200 წელს, ქალაქი გახდა ბუდვისს რომის კათოლიკური ეპარქიის საყდარი და ამ სტატუსს ინარჩუნებდა 1828 წლამდე.
ვენეციელები ქალაქს მართავდნენ თითქმის 400 წლის განმავლობაში, 1420 წლიდან 1797 წლამდე. ბუდვა, რომელსაც იმ საუკუნეებში ბუდუა ერქვა, იყო ალბანეთის ვენეტის ვენეციური რესპუბლიკის რეგიონის ნაწილი და გამაგრებული იყო ძლიერი ვენეციური კედლებით, რომლებიც აქტიურად აკავებდნენ ოსმალ დამპყრობლებს. ისტორიკოს ლუიჯი პაულუჩის წიგნის „Le Bocche di Cattaro nel 1810“ (კოტორის ყურე 1810 წ.) თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა XIX საუკუნის დასაწყისამდე ლაპარაკობდა ვენეტიურ ენაზე. ბუდვა მცირე ხნით 1572-1573 წლებში იმყოფებოდა ოსმალეთის მმართველობის ქვეშ ულუჩ ალის დაპყრობის შედეგად.[4] ქალაქი დაუბრუნდა ვენეციელებს 1573 წლის კონსტანტინოპოლის ხელშეკრულების პირობებით.[5]
1797 წელს ვენეციის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ბუდვა მოექცა ჰაბსბურგთა მონარქიის მმართველობის ქვეშ. ნაპოლეონის ომების დროს, რუსეთთან მოკავშირე მონტენეგროს ძალებმა 1806 წელს დაამყარეს კონტროლი ქალაქზე, მხოლოდ 1807 წელს დაუთმეს ქალაქი საფრანგეთს. საფრანგეთის მმართველობა გაგრძელდა 1813 წლამდე, სანამ მანამ ბუდვა გადაეცემოდა ავსტრიის იმპერიას. შემდგომი 100 წლის განმავლობაში ქალაქს აკონტროლებდა ავსტრიის იმპერია.
ბოკა-კოტორსკისა და ბუდვის გაერთიანება მონტენეგროსთან მოხდა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში (1813–1814 წწ.), მაგრამ 1814 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე, ბუდვა დარჩა ავსტრია-უნგრეთის მმართველობის ქვეშ. ომის შემდეგ, სერბეთის არმია შევიდა ბუდვაში მას შემდეგ, რაც იგი მიატოვეს ავსტრიულმა ძალებმა და ის იუგოსლავიის სამეფოს დაექვემდებარა.
1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ბუდვა იტალიის სამეფომ დაიპყრო. ბუდვა საბოლოოდ განთავისუფლდა ბერლინი-რომი-ტოკიოს ღერძის ქვეყნების მმართველობიდან 1944 წლის 22 ნოემბერს და გაერთიანდა ჩერნოგორიის სოციალისტურ რესპუბლიკაში (რომელიც იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი იყო).
1979 წლის 15 აპრილს ბუდვა კატასტროფულმა მიწისძვრამ დაანგრია. ძველი ქალაქის დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ დღეს კატასტროფის შედეგები მთლიანად აღმოფხვრილია — თითქმის ყველა შენობა აღდგა პირვანდელ ფორმაში.
მონტენეგრო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა 2006 წელს და ბუდვა მისი მთავარი ტურისტული ცენტრი გახდა.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქი უკრაინელი, რუსი და თურქი ემიგრანტების ცენტრი გახდა, რამაც გამოიწვია მოსახლეობის მკვეთრი ზრდა.
დემოგრაფია
რედაქტირებაბუდვა არის ბუდვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც მოიცავს მეზობელ ქალაქებს ბეჩიჩისა და პეტროვაცს და საერთო ჯამში მოსახლეობის რაოდენობა უდრის 19 218 (2011 წლის აღწერა). თავად ქალაქში 13 338 მოსახლეა.[6]
ეთნიკური შემადგენლობა
რედაქტირება2011 წლის მონაცემებით ქალაქის ეთნიკური შემადგენლობა ასეთია:[7]
ეროვნება | რაოდენობა | პროცენტი |
---|---|---|
მონტენეგროელები | 6,847 | 51.33% |
სერბები | 4,779 | 35.82% |
რუსები | 132 | 0.98% |
ხორვატები | 130 | 0.97% |
ბოსნიელები | 95 | 0.71% |
მუსლიმები | 72 | 0.53% |
ალბანელები | 65 | 0.48% |
მაკედონელები | 54 | 0.4% |
ბოშები | 7 | 0.05% |
სხვა | 126 | 0.94% |
არ ასახელებენ | 765 | 5.73% |
სულ | 13 338 | 100 % |
რელიგიური შემადგენლობა
რედაქტირება2011 წლის მონაცემებით ქალაქის რელიგიური შემადგენლობა ასეთია:[8]
რელიგია | რაოდენობა |
---|---|
მართლმადიდებლობა | 11 865 |
ისლამი | 340 |
კათოლიციზმი | 304 |
ქრისტიანობა | 54 |
პროტესტანტიზმი | 7 |
ბუდიზმი | 6 |
ადვენტისტები | 26 |
აგნოსტიციზმი | 15 |
ათეიზმი | 236 |
არ აცხადებენ | 403 |
სხვა | 82 |
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- სან-რემო, იტალია
- ნოვი-სადი, სერბეთი
- ველიკა-პლანა, სერბეთი
- გორნი-მილანოვაცი, სერბეთი
- ბანსკა-ბისტრიცა, სლოვაკეთი, 2001 წლიდან[9]
- ოჰრიდი, ჩრდილოეთი მაკედონია
- ვესტ-პალმ-ბიჩი, ფლორიდა, აშშ, 2012 წლიდან
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- ბუდვის ტურიზმის ორგანიზაციის ოფიციალური საიტი
- ბუდვის ტურისტული გიდი
- ოფიციალური ტურისტული გიდი
- Budva Travel Agent
- Budva Tourist Guide დაარქივებული 2006-05-18 საიტზე Wayback Machine.
- Budva Riviera Tourist Guide დაარქივებული 2014-12-17 საიტზე Wayback Machine.
- fotokate.pl
- Photo-Montenegro.com
- Budva Photo Gallery დაარქივებული 2008-05-14 საიტზე Wayback Machine.
- Budva Photos
- Balkan History Library – Budva
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Istorija i legende, Budva.com
- ↑ Kolektiv ME.
- ↑ Ratković, Rade; Rađenović, Miško; Zečević, Dragana; Jablan, Milica (2021) „Tourism in Budva, Bar, and Ulcinj Area of Montenegrin Coast“, The Montenegrin Adriatic Coast (en). Springer Nature, გვ. 213. ISBN 978-3-030-77629-9.
- ↑ Karadağ'ın Bodrumu: Budva tr. Alem (13 April 2018). ციტირების თარიღი: 5 March 2023
- ↑ Oral, Özgür (2022). „"Zaferin Ardından Gelen Onur Kırıcı Bir Antlaşma"*: II. Selim'in Venedik'e Verdiği 1573 Ahidnamesi“. Tarih Dergisi / Turkish Journal of History (თურქული). 1 (76): 145–160. doi:10.26650/iutd.202208. S2CID 247508580.
- ↑ Montenegrin 2011 census. Monstat (2011).
- ↑ Popis 2011. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
- ↑ Popis 2011. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
- ↑ Banská Bystrica Sister Cities. 2001–2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 14 December 2008.