ბანსკა-ბისტრიცა (სლოვაკ. Banská Bystrica; უნგრ. Besztercebánya; გერმ. Neusohl) — ქალაქი ცენტრალურ სლოვაკეთში, ბანსკა-ბისტრიცის მხარის ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 362 მ სიმაღლეზე, მდინარე ჰრონის კლაკნილში, რომელიც შემოსაზღვრულია დაბალი ტატრების, დიდი ფატრისა და კრემნიცკე-ვრხის მთებით. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 78 327 ადამიანი. ბანსკა-ბისტრიცა 1944 წლის 29 აგვისტოდან 27 ოქტომბრამდე იყო სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების მთავარი ცენტრი. ბანსკა-ბისტრიცა ამჟამად ცენტრალური სლოვაკეთის არაოფიციალური დედაქალაქია. არის ღირსშესანიშნავი ობიექტები.

ქალაქი
ბანსკა-ბისტრიცა
სლოვაკ. Banská Bystrica
დროშა გერბი

ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
კოორდინატები 48°43′57″ ჩ. გ. 19°08′57″ ა. გ. / 48.73250° ჩ. გ. 19.14917° ა. გ. / 48.73250; 19.14917
მმართველი Ján Nosko
პირველი ხსენება 1255
ფართობი 103.37 კმ²
ცენტრის სიმაღლე 362
მოსახლეობა 78 327 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი +421-48
საფოსტო ინდექსი 97401
საავტომობილო კოდი BB
ოფიციალური საიტი banskabystrica.sk
ბანსკა-ბისტრიცა — სლოვაკეთი
ბანსკა-ბისტრიცა

მმართველობა

რედაქტირება

ქალაქს აქვს მუნიციპალიტეტის სტატუსი, ჰყავს მერი (სლოვაკ. primátor) და ქალაქის საბჭო (mestské zastupiteľstvo). ირჩევიან ოთხი წლით. მოქმედი მერია (2014 წლიდან) იან ნოშკო, უპარტიო. ქალაქი იყოფა ოთხ რაიონად:[1]

  1. Staré mesto, Uhlisko, Prednádražie, Šalková, Senica, Majer (7 წევრი)
  2. Kráľová, Iliaš, Kremnička, Rakytovce (4 წევრი)
  3. Radvaň, Fončorda, Podlavice, Skubín (11 წევრი)
  4. Sásová, Rudlová, Uľanka, Jakub, Kostiviarska (10 წევრი)

ბანსკა-ბისტრიცა არის ამავე სახელწოდების მხარის დედაქალაქი[2] 1960-1990 წლებში ის იყო ცენტრი უფრო დიდი რეგიონისა, რომელიც მოცავდა მთელ ცენტრალურ სლოვაკეთს, მაგრამ 1996 წლის რეფორმის შემდეგ ის გაიყო ბანსკა-ბისტრიცას, ჟილინას და ნაწილობრივ ტრენჩინის მხარეებად. ბანსკა-ბისტრიცა არის ამავდროულად ამავე სახელწოდების რაიონის ცენტრი.

ქალაქში განთავსებულია რამდენიმე ეროვნული სახელმწიფო დაწესებულების ადგილობრივი ფილიალი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საგადასახადო სამსახურის, სახელმწიფო ფოსტისა და ეროვნული ბანკის ოფისები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Zoznam volebných obvodov s príslušnými ulicami Slovak. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 18 June 2007.
  2. Brusis, Martin (2002). „Between EU Requirements, Competitive Politics, and National Traditions: Re-creating Regions in the Accession Countries of Central and Eastern Europe“. Governance. 15 (4): 531–559. doi:10.1111/1468-0491.00200.