მონტენეგრული ენა

(გადამისამართდა გვერდიდან ჩერნოგორული ენა)

მონტენეგრული ენა ან ჩერნოგორიული ენა (მონტენ. crnogorski jezik / црногорски језик) — მონტენეგროს სახელმწიფო ენა, მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა სლავური ოჯახის სამხრეთსლავურ ჯგუფს. მონტენეგრული ენა ხშირად პლურიცენტრული სერბულ-ხორვატული ენის ვარიანტად მიიჩნევა.

მონტენეგრული ენა
crnogorski jezik / црногорски језик
გავრცელებულია მონტენეგრო
მოლაპარაკეთა რაოდენობა 232 600 (2011)
ოფიციალური სტატუსი მონტენეგრო
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები
ბალტურ-სლავური ენები
სლავური ენები
სამხრეთსლავური ენები
სამხრეთ-დასავლური სლავური ენები
სერბულ-ხორვატული ენა
მონტენეგრული ენა
დამწერლობის სისტემა ლათინური დამწერლობა (ლატინიცა)

კირილიცა (ჩირილიცა)

ურთიერთგაგებინება სერბულ, ბოსნიურ და ხორვატულ ენაზე მოსაუბრეთა შორის უპრობლემოა, რადგან მათ შორის არსებული განსხვავებები სრულიად მინიმალურია. მიუხედავად ამისა, პოლიტკორექტულობის გამო ბევრი მათ დამოუკიდებელ ენებად მიიჩნევს.

დამწერლობა

რედაქტირება

მონტენეგრული ენა იყენებს როგორც კირილიცას (ჩირილიცა), ასევე ლათინურ დამწერლობას (ლატინიცა), რაც გამყარებულია მონტენეგროს კონსტიტუციით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 1:

  • ლათინური დამწერლობით: „Sva ljudska bića rađaju se slobodna i jednaka u dostojanstvu i pravima. Ona su obdarena razumom i savješću i jedni prema drugima treba da postupaju u duhu bratstva.“ [1]
  • კირილიცით: „Сва људска бића рађају се слободна и једнака у достојанству и правима. Она су обдарена разумом и свешћу и једни према другима треба да поспуаjу у духу братства.“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება