თეა ლანჩავა

გერმანელი ჭადრაკის მოთამაშე
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თეა ლანჩავა (დ. 11 სექტემბერი, 1974, ქუთაისი,საქართველოს სსრ, სსრკ) - წარმოშობით ქართველი მოჭადრაკე 1995 წლიდან ნიდერლანდებში ცხოვრობს და 1996-დან ამ ქვეყნის სახელით გამოდის. 2001 წელს ქალთა შორის დიდოსტატის წოდება მიენიჭა, ხოლო 2004-ში საერთაშორისო ოსტატის. 2006 წელს ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლის პრიზიორი გახდა. ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიოსა და ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე.

თეა ლანჩავა

თეა ლანჩავა. 2013 წელი
ქვეყანა (სპორტი)

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ,
საქართველოს დროშა საქართველო,

ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები,
დაბადების თარიღი 11 სექტემბერი, 1974 (1974-09-11) (50 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველო
წოდება საერთაშორისო ოსტატი (2004)
ფიდე რეიტინგი 2214 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2393 (ოქტომბერი 2006)

ბიოგრაფია

რედაქტირება

თეა ქუთაისში დაიბადა და ჭადრაკის თამაში 5 წლისას მშობლებმა ასწავლეს. 12 წლისას ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა ერთ-ერთ ადგილობრივ ტურნირისას შეამჩნია, თბილისში წამოყვანინა და ნიდერლანდებში წასვლამდე მფარველობდა.[2] სსრკ-ს სახელით გოგანათა შორის ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 1988 წელს 14 წლამდელებში და 1990 წელს 16 წლამდელებში[3]. შემდეგ საქართველოში მდგომარეობა აირია და ჭადრაკისთვის ნაკრებად ეცალათ.

 
თეა ბოსბომ-ლანჩავა. 2007 წელი

ნიდერლანდები

რედაქტირება

1995 წელს გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ჰოლანდიელმა შეყვარებულმა ჩააკითხა და თავის ქვეყანაში წაიყვანა, სადაც მალე იქორწინეს და ნიდერლანდის სახელით გააგრძელა ასპარეზობა. წყვილი რამდენიმე წლის შემდეგ დაშორდა. ყავთ საერთო ვაჟი. 1996 წლიდან თეას მოქალაქეობა მიანიჭეს, ხოლო მომდევნო წლიდან ნიდერლანდების სახელით შეჯიბრებებში დაიწყო გამოსვლა. 1998 წელს ელისტაში ოლიმპიადაზე გამოვიდა, მესამე დაფაზე იჯდა და ნაკრები მეოთხე ადგილზე გაიყვანა. მესამე დაფაზე იჯდა 2000 წელს სტამბოლშიც, სადაც კვლავ მესამე დაფაზე იჯდა. მეორე დაფაზე იასპარეზა 2006 წლის ოლიმპიადაზე ტურინში, ხოლო ნაკრები მეშვიდე ადგილზე გავიდა. ნაკრებში 2010 წელს დაბრუნდა ისევ მეორე დაფაზე და კიდევ ორ ოლიმპიადაზე იასპარეზა. საერთოდ კი 8-ჯერ იასპარზა ოლიმპიადაზე, 75 პარტია ითამაშა, 33 მოიგო, 24 წააგო, ხოლო 18 დაასრულა ყაიმით. 2006 წელს კუშადასში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. ლანჩავა ბოლო ტურამდე ლიდერობდა ცხრილს და ჩემპიონობაც შეეძლო, თუმც გადამწყვეტ ტურში ქართველი მოწინააღმდეგე ერგო და მის საპატივისცემულოდ გამარჯვება იუარა. [4], [5] [ფაილი:WGMTeaLanchava.jpg|thumb|]]

2008 მსოფლიოს ჩემპიონატი და პროტესტი

რედაქტირება

ლანჩავამ სოლიდარობა საქართველოს 2008 წელსაც გამოუცხადა. თეას ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ეასპარეზა, რომელიც ნალჩიკში 28 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გასტანდა. სამი კვირით ადრე 8 აგვისტოს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა სამხედრო აგრესია, რის გამოც ქართველმა მოჭადრაკეებმა უარი განაცხადეს რუსეთში ჩასვლაზე და უსაფრთხოების მიზნით ჩემპიონატის სხვაგან გამართვა მოითხოვეს.ფიდეს უარი უთხრა შეთავაზებაზე და პრეზიდენტი მათ უსაფრთხოებას დაჰპირდა. ქართველებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ჩემპიონატს. ქართველებს სხვა მოჭადრაკეებმაც აუბეს მხარი: ამერიკელმა ირინა კრაშმა, პოლონელებმა ივეტა რაიკიხმა, ანა გასიკმა, მონიკა სოჩკომ, არგენტინელმა კლაუდიო ამურმა, გერმანელმა პენცმა, გერმანიის სახელით მოასპარეზე ქეთინო გერშინკა-კახიანმა და ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თეა ლანჩავამ. რის გამოც ტურნირმა 11 ძლიერი მოჭადრაკე დაკარგა.[6] 2012 წელს ლანჩავა ქალთა შორის ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა და პენ ჟაოგინის 12 წლიანი ჰეგემონია დაამხო. პირველზე გავიდა 2017 წელსაც, თუმც ტაი-ბრეიკში წააგო. ვერცხლი აიღო 2018-შიც, სადაც ჩემპიონ პენს ნახევარი ქულით ჩამორჩა. 2018-წლიდან ნიდერლანდების ჭადრაკის ფედრაციის საპატიო წევრია.

საქმიანობა

რედაქტირება

არის ორგანიზაცია „Breath”-ის კეთილი ნების ელჩი. ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს. 2006 წელს დაამთავრა ნიდერლანდების საბანკო და საფინანსო ბაზრის ინსტიტუტი ფასიანი ქაღალდების განხრით.[7]

  1. [1]. February 2021.
  2. [2]. რუბრიკა- გაიცანი ქართველები.
  3. [3]. A mix of beautiful dreams.
  4. [4]. თეა ლანჩავას ქართული სიზმრები.
  5. [5]. თეა ლანჩავამ, ქართველებისადმი სოლიდარობის გამოცხადების გამო, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
  6. [6]. თეა ლანჩავამ, ქართველებისადმი სოლიდარობის გამოცხადების გამო, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
  7. [7]. რუბრიკა-გაიცანი ქართველები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეა_ლანჩავა“-დან