ანა მუზიჩუკი
ანა მუზიჩუკი (უკრ. Анна Олегівна Музичук; დ. 28 თებერვალი, 1990, ლვოვი,უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი დიდოსტატი ქალთა შორის სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ორჯერ ბლიცში 2014 [2], 2016 და ერთხელ სწრაფში 2016[3]. ევროპის სამგზის ჩემპიონი ქალებში ორჯერ ბლიცში 2007 და 2018 წელი და ერთხელ სწრაფში 2017. ვიცე-ჩემპიონი ქალებში 2017 წელს კლასიკურ ჭადრაკში. უკრაინის ორგზის ჩემპიონი მანდილოსნებში 2003 და 2014 წელში. 20 წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი 2010 წელს და 16 წლამდელებში 2006. უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატი. 2004-დან 2014-მდე სლოვენიის მოქალაქე. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2014 და 2016 წლებში ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო 2018-ში ვერცხლი. 2012 წელს ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე სლოვენიის სახელით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. იმავე წლის ივლისში ფიდეს რეიტინგში 2606-იან ზღვარს გადასცდა და იმ დროისთვის გახდა მეოთხე ქალი ვინც ეს მიღწევა გაიმეორა. მანამდე 2600-იანი ზღვარი გადალახეს უნგრელმა იუდიტ პოლგარმა , ინდოელმა ჰუმპი კონერუმ და ჩინელმა ხოუ იფანმა.
ანა მუზიჩუკი 2011 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | უკრაინა (2014)[1] |
---|---|
ეროვნება | უკრაინელი |
დაბადების თარიღი | 28 თებერვალი, 1990 |
დაბადების ადგილი | ლვოვი, უკრაინის სსრ, სსრკ |
წოდება | დიდოსტატი (2012) |
ფიდე რეიტინგი | 2535 (თებერვალი 2021) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2606 (ივლისი 2012) |
ჯილდოები და პრემიები | მთავრის ცოლ ოლღას III ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანას მშობლები პროფესიონალი ჭადრაკის მწვრთნელები იყვნენ და შვილს თამაში 2 წლისას ასწავლეს. 5 წლისა ლვოვის ოლქის 10 წლამდელ გოგონათა ჩემპიონატში გამოვიდა და მეორე ადგილზე გავიდა. 1996 წლიდან 2004 წლამდე უკრაინის სახელით ევროპის ჩემპიონატები ასაკობრივ კატეგორიებში 6-ჯერ მოიგო. 1996 წელს (8 წლამდელებში), 1998 წელს (10 წლამდელებში), 2000 წელს (10 წლამდელებში), 2002 წელს (12 წლამდელებში), 2003 წელს (14 წლამდელებში), 2004 წელს (14 წლამდელებში). ვერცხლის მედლები მოიგო 1997 წელს (10 წლამდელებში), 1999 წელს (10 წლამდელებში), 2001 წელს (12 წლამდელებში). 2000 წელს უკრაინის 10 წლამდელ გოგონებში იპირველა, ხოლო 2002-ში 12 წლამდელებში. 10 წლამდელ მსოფლიოს პირველობაზე მანდილოსნებში ბრინჯაოს შესწვდა 2000 წელს, ხოლო 2002-ში (12 წლამდელებში) და 2004-ში (14 წლამდელებში) ვერცლებს. ამდენი წარმატებების შემდეგ რეიტინგში ქულების საკმაო მარაგი მოუგროვდა და 2001 წელს ფიდემ, ქალთა ოსტატის წოდება მიანიჭა, ხოლო 2002-ში ქალთა საერთაშორისო ოსტატის. 2004-ში უკრაინის 20 წლამდე გოგონებში იპირველა, წინა წელს კი დიდებში.
სლოვენიის მოქალაქეობა
რედაქტირება2004-დან სლოვენიის ჭადრაკის ფედერაციასთან 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერ ახალგაზრდულ შეჯიბრებებში გამოდიოდა, შემდეგ დიდებში ლიუბლიანის გუნდში თამაშობდა და ნაკრებს ოლიმპიადაზეც ეხმარებოდა. იგი სლოვენიელებთან უკრაინულ სტრიში დაბრუნებულიც თამაშობდა. 2005 წელს 16 წლამდელებში მსოფლიოს ჩემპონი გახდა. მომდევნო წელს უკვე დიდებში ევროპის ქალთა ჩემპიონატზე მე-7 ადგილს დასჯერდა. 2006-ში უნგრეთის ქალთა საერთაშორისო ჩემპიონატზე მეორე იყო. 2007-ში ქალთა ევროპის ჩემპიონატზე 46-ე იყო, სამაგიეროდ სწრაფში მეორე, ხოლო ბლიცში ოქრო მოიგო. იმ წელს საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო. 2008-ში მოსკოვში „აეროფლოტ ოპენი“ და Scandinavian Ladies Open მოიგო, ხოლო Scandinavian Rapid Open-ში მესამეზე გავიდა. მე-10 იყო ევროპის ქალთა პირველობაზე, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ეტაპიდან გამოვარდა. მე-17 იყო ევროპის ქალთა პირველობაზე მომდევნო წელს, ხოლო 2010-ში ვეიკ-ან ზეს სუპერტურნირზე 15 მონაწილეს შორის მე-10 ადგილს დასჯერდა. პირველი ადგილი აიღო მაია ჩიბურდანიძეის თასზე და 20 წლამდელ გოგონათა მსოფლიო პირველობაც მოიგო. შეჯიბრს პოლონურმა ხოტოვმა აგვისტოში უმასპინძლა, სადაც ანამ 80 მონაწილეს შორის 13 პარტიიდან 10 მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა და ერთი წააგო. 2010-ში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ეტაპი გაიარა, ხოლო 2011-ში ევროპის ქალებში მე-10 იყო. იმავე წელს ფიდეს ქალთა გრან-პრის გათამაშებაში ჩაება. 2012 წელს გაზიანთეფში ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობდა ცხრილს, თუმც ბოლო ტურში დამარცხდა და ბრინჯაო ერგო. ACP Women Cup-ზე მე-4 ადგილზე გავიდა სწრაფში, ხოლო ACP Golden Classic-ზე მე-5-ზე. ამ წელს დიდოსტატის წოდება მიიღო.
საკლუბო კარიერა
რედაქტირებამუზიჩუკი მონტე-კარლოს Cercle d’Echecs ქალთა კლუბში გამოდიოდა. 2011 წელს ევროპის ქალთა საკლუბო თასზე გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო 2012 და 2013-ში პირველზე.
სლოვენიის ნაკრები
რედაქტირებასლოვენიის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადებზე 2004 წლიდან გამოდის და 2012 წლამდე ყველაზე იასპარეზა, თუმც დიდი შედეგისთვის არ მიუღწევია. ყველაზე კარგი შედეგი 2006-ში მე-9 ადგილი იყო. 2011 წელს ევროპის გუნდურ პირველობაზე მე-10 ადგილს დასჯერდა.
მსოფლიო ინტელექტუალური თამაშები
რედაქტირებამსოფლიო ინტელექტუალური თამაშებზე 2011-ში სწრაფში მე-5 ადგილს დასჯერდა, ბლიცში მე-4-ს, ხოლო თვალდახუჭულში მე-10. 2012-ში სწრაფში მე-4 ადგილი ერგო, ბლიცში მე-2-ს, ხოლო თვალდახუჭულში მე-6. 2013-ში სწრაფში მე-16 ადგილი იყო, ხოლო ბლიცში მე-3.
უკრაინის მოქალაქეობა
რედაქტირება2014-ში უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნა და ქალთა ოლიმპიადაზეც იასპარეზა. პირველ დაფაზე იჯდა და ნაკრებს ბრინჯაო მოუტანა. 2015-ში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მეორე დაფაზე მოთამაშემ ვერცხლი მოუნაგრა ნაკრებს, ხოლო 2016 წლის ოლიმპიადაზე პირველ დაფაზე მოთამაშემ უკრაინას ბრინჯაო მოაგებინა, ხოლო თვითონ საკუთარ დაფაზე საუკეთესო იყო და ინდივიდუალური ოქროც მოიგო. 2018 წელს ბათუმში ოლიმპიადაზე პირველ დაფაზე მოათამაშემ ვერცხლი მოაგებინა ნაკრებს, ხოლო ფიდემ როგორც 2016 წლის საუკეთესო მოჭადრაკე ქალს საჭადრაკო Caissa award 2016 ოსკარი გადასცა. 2017-ში ევროპის ქალთა ACP ჩემპიონატზე ოქრო მოიგო. იმავე წლის დეკემბერში უარი თქვა საუდის არაბეთში გასამართ მსოფლიოს ბლიცის და სწრაფ ჭადრაკის ჩემპიონატში მონაწილეობაზე, იმ ქვეყანაში ქალთა დისკრიმინაციის გამო.[4]
მსოფლიოს ჩემპიონატი
რედაქტირება2006
რედაქტირებამსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2006 წელს ეკატერინბურგში გამოვიდა. გათამაშება ნოკაუტ-სიისტემით გაიმართა და 64 მონაწილეს შორის ანა 38-ე ნომრად იყო განთესილი. პირველ წრეში რუსი ეკატერინა კორბუტი 3:1 დაამარცხა, თუმც მეორეში ქსუ იუჰუასთან დამარხდა 0,5:1,5.
2008
რედაქტირებამეორე წლიდან გამოეთიშა ასპარეზობას 2008-შიც. პირველში ბულგარელი მარინა ველჩევა დამარცხა 2:0, ხოლო მეორში ინდოელ ჰარიკა დრონავალთან დამარცხდა 1,5:2,5
2010
რედაქტირებამესამემდე მიაღწია ორი წლის შემდეგ, სადაც მე-7 ნომრად იყო განთესილი. პირველში არგენტინელ მარისა ზურიელს სძლია 2:0, მეორეში რუს ევგენია ოვოდს 1,5:0,5, თუმც მესამეში ჩინელ ჟუ ვენჟუნთან დამარცხდა 0,5:1,5.
2012
რედაქტირებამეორე რაუნდიდან გამოეთიშა ასპარეზობას 2012-ში. ალჟირელი ამინა მეზიოდის 1,5:0,5 ძლევის შემდეგ, უკრაინელ ანა უშენინას მიერ იქნა ძლეული 1:3.
2015
რედაქტირებამე-3 ნომრად იყო განთესილი და მეოთხედფინალამდე მივიდა 2015-ში. პირველ წრეში მეზიოდი დაამარცხა 1,5:0,5, მეორეში რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა 1,5:0,5, მესამეში ქართველი ლელა ჯავახიშვილი 1,5:0,5, მაგრამ მეოთხეში შვედ პია კრამლინგთან 2,5:3,5 გამოვარდა.
2017
რედაქტირებამეორე ნომრად იყო განთესილი და მეორეზე დასრულა ასპარეზობა 2017-ში. პირველ წრეში ზედიზედ მესამედ მეზიოდს მოუგო 2:0, შემდეგ რუსი ალინა კაშინსკაია გამოადგო 1,5:0,5, მას მიაყოლა ვიეტნამელი პამ ლე ტაო ნგუიენი 2:0, ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა 1,5:0,5, რუსი ალეკსანდრა კოსტენიუკი 2:0 და ფინალში ჩინელ თან ჭუნგს დაეჯახა. ფინალური პირველი პარტია ყაიმით დასრულდა, მეორე ჩინელმა მოიგო, მესამეში უკრაინელმა გაათანაბრა ანგარიში, მეოთხე ყაიმით დასრულდა და დამატებით სწრაფები დაინიშნა. პირველი ყაიმით დასრულდა, მეორე კი ჩინელმა მოიგო და ჩემპიონიც შეიქმნა.
# | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | თან ჭუნგი | ჩინეთი | = | 1 | 0 | = | = | 1 | 3,5 |
2 | ანა მუზიჩუკი | უკრაინა | = | 0 | 1 | = | = | 0 | 2,5 |
2018
რედაქტირებასამი ეტაპი გაიარა 2018-ში. პირველში ბანგლადეშელი რანი ჰამიდი დაამარცხა 2:0, მეორეში რუსი ანასტასი ბოდნარუკი, მესამეში სტეფანოვა 2,5:1,5, თუმც მეოთხეში კოსტენიუკთან დამარცხდა 1,5:2,5
ფიდეს გრან-პრი
რედაქტირებაფიდეს ქალთა გრან-პრის 2011-2012-ის გათამაშებაზე ოთხ ტურნირზე დაგროვილი ქულებით მესამეზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონთან, ტიტულისთვის, შესახვედრად ცოტა დააკლდა. მეოთხე ადგილი ხვდა წილად 2013-2014 წლის შეჯიბრში. აღსანიშნავია რომ გათამაშებათა სერიის დაწყებამდე სლოვენიის მოქალაქე იყო, დასასრულს უკრაინის. მე-8 ადგილზე გავიდა 2015-2016 წლებში.
ჯილდოები
რედაქტირება• Орден княгини Ольги III ხარისხი (2017)[5]
განათლება
რედაქტირებასწავლობდა სტრიშის გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზკულტურის ფაკულტეტზე ჩააბარა.
ოჯახი
რედაქტირებამამა - ოლეგ მუზიჩუკი
დედა - ნატალია მუზიჩუკი
და - მარია მუზიჩუკი მსოფლიოს მე-15 ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის
ამჟამად ცხოვრობს , ლვოვის ოლქში, ქალაქ სტრიში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1]. Transfers in 2014.
- ↑ [2]. Anna Muzychuk wins Women’s World Blitz Championship.
- ↑ [3] დაარქივებული 2020-09-29 საიტზე Wayback Machine. . Анна Музычук стала чемпионкой мира и по шахматам в блице.
- ↑ [4]. Ukrainian Master Boycotts Saudi Women's World Speed-Chess Championships.
- ↑ [5]. УКАЗ ПРЕЗИДЕНТА УКРАЇНИ №56/2017.