ლელა ჯავახიშვილი
ქართველი მოჭადრაკე
ლელა ჯავახიშვილი (დ. 23 მარტი, 1984, თელავი, საქართველოს სსრ) — ქართველი მოჭადრაკე. 2003 წელი გახდა საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის, ხოლო 2004 წელს კი საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის. 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი და 2010 წლის კი ბრინჯაოს პრიზიორი. 18-წლამდელთა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მესამე (1999 წელი) და 20-წლამდელთა ევროპის პირველობის მეორე პრიზიორი (2001 წელი). ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი 2003-2004-2005 წლებში და ორგზის მესამე პრიზიორი 2002-2009 წელს. 2006 წელს გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, 2011 წელს კი ევროპის გუნდური პირველობისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი.
![]() | |
ქვეყანა (სპორტი) |
![]() |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 აპრილი, 1984 |
დაბადების ადგილი | თელავი, საქართველოს სსრ |
წოდება | საერთაშორისო დიდოსტატი |
საპრიზო ადგილები რედაქტირება
- მეორე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2017, კრეტა, საბერძნეთი;
- მესამე ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი;
- მესამე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011, პორტო-კარასი, საბერძნეთი;
- მეორე ადგილი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2009, ნოვი სადი, სერბეთი;
- მესამე ადგილი - ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2015, რეიკიავიკი, ისლანდია;
- პირველი ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი;
- მესამე ადგილი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი;
- მესამე ადგილი - ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი;