ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში
ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში — 2000 წელს ფიდეს ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა ევროპის ჩემპიონატი მოჭადრაკე ვაჟთა შორის. ტურნირი შვეიცარიული (საჭიროების შემთხვვევაში იმართება ტაი-ბრეიკი) სისტემით ტარდება და მაინცადამინც დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა.
2003 წლის ჩემპიონატში, რომელიც სტამბოლში ჩატარდა გამარჯვება მოიპოვა ზურაბ აზმაიფარაშვილმა. გარდა ამისა აზმაიფარაშვილმა 2001 წელს მესამე ადგილი დაიკავა. 2009 წელს მესამე და 2010 წელს მეორე ადგილზე გავიდა ბაადურ ჯობავა.
საერთოდ როგორც უკვე ავღნიშნეთ ტურნირი დიდი პოპულარობით ჯერჯერობით ვერ სარგებლობს და მაღლი რეიტინგის მოჭადრაკეები როგორც წესი თავს არიდებენ მას.
2000 წელს ფიდეს ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა ევროპის ჩემპიონატი მოჭადრაკე ქალთა შორის. ტურნირი შვეიცარიული (საჭიროების შემთხვვევაში იმართება ტაი-ბრეიკი) სისტემით ტარდება და ისევე როგორც ვაჟთა ტურნირი მაინცადამინც დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა.
ქართველებიდან მაია ჩიბურდანიძეს და ქეთევან არახამიას მოპოვებული აქვთ ბრინჯაოს მედლები, ხოლო თეა ლანჩავას, ნიდერლანდების სახელით, ვერცხლის მედალი.