ალინა კაშლინსკაია
ალინა კაშლინსკაია (რუს. Али́на Анато́льевна Кашли́нская) დ. 28 ოქტომბერი, 1993, მოსკოვი,რუსეთი). რუსი მოჭადრაკე, ქალთა შორის დიდოსტატი (2009), ევროპის ჩემპიონი ქალთა შორის.
2021 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | რუსეთი |
---|---|
ეროვნება | რუსი |
დაბადების თარიღი | 28 ოქტომბერი, 1993 |
დაბადების ადგილი | მოსკოვი,რუსეთი |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი (2014) |
ფიდე რეიტინგი | 2494 (თებერვალი 2021) [1] |
მაქსიმალური რეიტინგი | 2492 (ივნისი 2019) |
საიტი | kashlinskaya.ru |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჭადრაკში მომზადება 6 წლისამ და 10 თვისამ მწვრთნელ ა. კარაშევის მეთვალყურეობით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ პირველთანრიგოსანიც გახდა. 8 და 9 წლისა, ამავე ასაკის გოგონათა მოსკოვის ჩემპიონატებში მეორე ადგილზე გავიდა. 2003 წელს 10 წლამდლელ გოგონებში რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ ევროპის ვიცე-ჩემპიონი (კლასიკურში და სწრაფში). [2] 11 წლისა სპორტის ოსტატი გახდა, ხოლო 2006 წელს ფიდეს ოსტატის წოდება მიიღო. 13 წლისა გახდა ევროპისა და რუსეთის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა ქალთა საერთაშორისო ოსტატი. ხოლო 15 წლისა საერთაშორისო ოსტატი. ამ წელს ფიდეს რეიტინგსიაში 2350 პუნქტი ჰქონდა და მსოფლიოში 116 იყო, რუსეთში კი 18-ე. 2010-ში რუსეთის ქალთა ნაკრებში გამოვიდა რუსეთ-ჩინეთის მე-7 მატჩში.იმავე წელს ხანტი-მანსიისკში ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე რუსეთის ქალთა მეორე ნაკრების შემადგენლობაში სათადარიგო იყო და გუნდი ათეულში მოხვდა, თვითონ კი შედეგებით მეორე იყო და მცირე ვერცხლიც მიიღო. 2011 წელს კალდას ნოვასში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 18 წლამდელ გოგონებში ვერცლის მედალი მოიგო,[3] მომდევნო წელს მსოფლიოს უნივერსიტეტეტის შეჯიბრზე ქალთა სექციაშიც მეორე იყო. 2013 წელს რუსეთის გოგონათა ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და მსოფლიოს ახალგაზრდულზე ბრინჯაოს დასჯერდა. 2015 წლის მარტში პირველად იასპარეზა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და პირველივე ეტაპიდან გამოვარდა. ორი თვის შემდეგ ჩაქვში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ივლისში ჩინეთ-რუსეთის მე-9 მატჩში ქალთა სექციაში ისპარეზა და 5-დან 2,5 ქულით საუკეთესო იყო. სექტემბერში ვარშავაში Krystyna Hołuj-Radzikowska Memorial-ზე ქალთ დიდოსტატთა ტურნირი მოიგო. 2018 წლის ოქტომბერში საიტ Chess.com-ის, Isle of Man International-ზე როგორც საუკეთესო ქალმა 7 ათასი გირვანქა მოინაგრა, ხოლო მთავარი პრიზი მის მეუღლეს რადოსლავ ვოიტაშეკს ხვდა წილად. [4] 2019 წელს ანტალიაში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო. 11-დან 8 ქულა მის გარდა კიდევ ოთხმა მონაწილემ დააგროვა, თუმც ტაი-ბრეიკით ჩემპიონობა მას ერგო.[5] იმავე წლის ოქტომბერში ბათუმში რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში სარეზერვო დაფაზე, ევროპის ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე გამოვიდა და ოქროს მედალიც მოიგო. მწვრთნელი საერთაშორისო ოსტატი სერგეი დოლმატოვი ჰყავს, ხვადასხვა დროს კი ავარჯშებდნენ ვალერი ჩეხოვი, სერგეი არხიპოვი, ლუდმილა ზაიცევა, ვლადიმირ ვულფსონი და ვალერი ცატურიანი.
შემოქმედება
რედაქტირებაჭადრაკის თემაზე კაშინსკაიას რამდენიმე ლექსი და სტატია აქვს გამოქვეყნებული. მისი ლექსი „გოგონა-სპორტსმენი“ ანტონ ჩეხოვის პრიზით დაჯილდოვდა. [6]
ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი
რედაქტირება2015
რედაქტირებასოჭში კაშინსკაია 64 ქალს შორის რეიტინგით 37-ე იყო და პირველივე ეტაპზე ჩინელ შენ იანგთან დამარცხდა 1,5:2,5.
2017
რედაქტირებაორი ეტაპი გადალახა თეირანში, სადაც 34-ე ნომრად იყო განთესილი. პირველ შეხვედაში პერუელი დეიზი კორი დაამარცხა 1,5:0,5, თუმც მეორეში უკრაინელი ანა მუზიჩუკის მიერ იქნა ძლეული 0,5:1,5.
2018
რედაქტირება25-ე იყო ხანტი-მანსიისკში და აქაც პირველივე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა. იგი უზბეკ გულრუხბეგიმ ტოხირჯანოვასთან დამარცხდა 0,5:1,5.
ოჯახი
რედაქტირება2015 წლის ივლისში ალინა ცოლად გაყვა პოლონელ დიდოსტატ რადოსლავ ვოიტაშეკს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1]. FRL February 2021.
- ↑ [2]. European Youth Championship Girls - U10.
- ↑ [3]. World Youth Chess Championship - U 18 Girls ID FIDE - 59419.
- ↑ [4]. Chess.com Isle Of Man: Wojtaszek Beats Naiditsch In Armageddon For Title.
- ↑ [5]. 2019 European Champion: Alina Kashlinskaya!.
- ↑ [6]. Стихотворения и песни Девочка-спортсменка.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://ratings.fide.com/profile/4198026
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=109130
- https://www.365chess.com/players/Alina_Kashlinskaya
- http://kashlinskaya.ru/
- http://www.olimpbase.org/playersw/ca2sc0gj.html
- https://ratings.ruchess.ru/people/97 დაარქივებული 2021-04-19 საიტზე Wayback Machine.