დეკემბერი

რედაქტირება
 
წმინდა პეტრეს მოედანი - ვატიკანში.

წმინდა პეტრეს მოედანი - (იტალ. Piazza San Pietro) არის წმ. პეტრეს ტაძრის პირდაპირ მდებარე მოედანი ვატიკანში. ტაძრის წინ მდებარე ღია სივრცის ამჟამინდელი დიზაინის გაკეთება პაპი ალექსანდრე VII-ს ხელმძღვანელობით ჯან ლორენცო ბერნინის დაევალა 1656-67 წლებში. ერთ-ერთ ამოცანას შესაბამისი სივრცითი გეგმარების შემუშავება იყო იმისათვის, რომ მოედანზე "ხალხის უდიდეს რაოდენობას შესძლებოდა პაპის ლოცვა-კურთხევის მიღება, ეკლესიის ფასადის შუაწერტილიდან ან ვატიკანის სასახლის ფანჯრიდან." (Norwich 1975 p 175)


ავტორი: commons:User:Diliff
სურათზე: წმინდა პეტრეს მოედანი - ვატიკანში.

სხვა რჩეული ფოტოები...


 
ადამიანის ტვინი

ტვინი — ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების რეგულაციისა და უმაღლესი ნერვული მოქმედების განხორციელების ყველაზე სრულყოფილ ფორმებს. ტვინის ძირითადი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია ნეირონი. ფილოგენეზში ნერვული უჯრედების დიფუზური ბადე იცვლება განკერძოებული ნერვული კვანძებიტ, რომელთა განსაზღვრული სახით განლაგება ქმნის მუცლის ძეწკვს — მუცლის ტვინს. ზოგიერთ მწერსა და მოლუსკს უაღრესად აქვს განვითარებული თავის განგლიონი, ე. წ. თავის ტვინი. ანთროპოგენეზის პროცესში ტვინის თვისებრივმა გარდაქმნამ და დიფერენციაციამ ოპტიმალური კომპლექსი შექმნანეოანთროპში, რომელშიც შეთავსებულია ტვინისა და დიდი ტვინის დიდი შეფარდებითი მასა და ახალი ქერქის ძლიერი განვითარება, სპეციფიკური ციტოარქიტექტონული ველების წარმოქმნა, რაც დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისათვის. ინტეგრაციის მაღალი დონე უზრუნველყოფილია ნეირონების დიდი რაოდენობით, მაღალი სპეციალიზაციით, ურთიერთგანლაგებისა და კონტაქტების სირთულით.


ავტორი: Life Science Databases(LSDB).
სურათზე: ადამიანის ტვინი

სხვა რჩეული ფოტოები...

ნოემბერი

რედაქტირება
 
ირლანდიელი ქალი სართავ ჯარასთან. 1890-იანი წლების ფოტოქრომული ნაბეჭდი.

სართავი ჯარაძაფის სართავი მოწყობილობა, რომლის მექანიზმი სატერფულზე დაჭერით მოქმედებს. ბორბალი და კოჭი ტრიალს იწყებს, ძაფი იჭიმება და სასურველ სისქეს იღებს. სართავი ჯარა სავარაუდოდ ინდოსტანის ტერიტორიაზე შექმნეს, ხოლო ევროპაში XIV საუკუნეში გაჩნდა. ამ მანქანის გამოგონებამდე ძაფებს თითისტარის დახმარებით რთავდნენ.


ავტორი: Detroit Publishing Co., წყარო: აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა
სურათზე: ირლანდიელი ქალი სართავ ჯარასთან. 1890-იანი წლების ფოტოქრომული ნაბეჭდი.

სხვა რჩეული ფოტოები...

 



ავტორი: User:Diliff


სხვა რჩეული ფოტოები...

 
ნოიშვანშტაინის სასახლე

ნოიშვანშტაინის სასახლე (გერმ. Schloss Neuschwanstein) მდებარეობს გერმანიაში, ბავარიაში, შვანგაუს მახლობლად. სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი XIX საუკუნის რომანტიული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას „ზღაპრულ სასახლესაც“ უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მისამართია გერმანიაში.


ავტორი: de:User:Softeis
სურათზე: ნოიშვანშტაინის სასახლე

სხვა რჩეული ფოტოები...

ოქტომბერი

რედაქტირება
 
მსოფლიოს დროშა

მსოფლიოს დროშამსოფლიოს დროშა, დამზადებული ცნობიერების ამაღლებისთვის. იგი შეიქმნა 1988 წელს. დროშის ცენტრში გამოსახულია მსოფლიოს რუკა (კონტური), მის გარშემო კი 216 ქვეყნის, გაეროს და დამოკიდებული ტერიტორიების დროშები.


ავტორი: The World Flag
სურათზე: მსოფლიოს დროშა

სხვა რჩეული ფოტოები...


 
ირმის ნახტომი

ირმის ნახტომი (ლათ. Via Lactea; ბერძ. Γαλαξίας) არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემაა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს; დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი.



სურათზე: ირმის ნახტომი

სხვა რჩეული ფოტოები...


 


მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, ქ. ორჯონიკიძეში, ახლანდელი ვლადიკავკაზი, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში, ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977-იდან.

ავტორი: შემოქმედის ეპარქია

სექტემბერი

რედაქტირება
 
არაბესკის დეტალი ალჰამბრას სასახლეში, ესპანეთი.

არაბესკი (ფრანგ. arabesque) — გეომეტრიული ფორმების შერწყმა, რომლებიც ასახავს მცენარეებისა და ცხოველების ფორმებს.ისლამურ რელიგიაში არაბესკი არის დეკორაცია რომლებიც დამახასიათებელია მეჩეთის მოხატულობისათვის. გამოსახულების ფორმა დამოკიდებულია ისლამური სამყაროს შეხედულებაზე ამა თუ იმ საგანზე. მუსულმანებისათვის ამ ფორმათა შერწყმა ქმნის უსასრულო მოხატულობას, რომელიც გრძელდება წარმოსახვითი სამყაროს ჩარჩოს მიღმა.



სურათზე: არაბესკის დეტალი ალჰამბრას სასახლეში, ესპანეთი.

სხვა რჩეული ფოტოები...

 

ლინდონ ჯონსონი Air Force One-ში დებს აშშ-ის პრეზიდენტის ფიცს მას შემდეგ, რაც დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს ჯონ კენედი მოკლეს. მისგან მარჯვნივ დგას მეუღლე ლედი ბირდ ჯონსონი, ხოლო მარცხნივ ჯონ კენედის ქვრივი ჟაკლინ კენედი. ჯონსონისგან ფიცი მიიღო ფედერალურმა მოსამართლემ სარა ჰიუზმა, რითაც იგი პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ქალის წინაშე დადო ფიცი. რადგან თვითმფრინავის ბორტზე ბიბლია არ იყო, ჯონსონმა ფიცი კათოლიკურ მისალზე დადო, რომელიც კენედის საწერ მაგიდაში იპოვეს.


ავტორი: Cecil Stoughton, White House Press Office


სხვა რჩეული ფოტოები...

 
ბალმორალის ციხესიმაგრე

ბალმორალის ციხესიმაგრე (ინგლ. Balmoral Castle) – ციხესიმაგრე აბერდინშირის ოლქში, ინგლისის მეფის რეზიდენცია შოტლანდიაში.

მდებარეობს მდინარე დის ნაპირებზე. ციხესიმაგრე იყო დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას საზაფხულო რეზიდენცია, სადაც იგი ოჯახთან ერთად რჩებოდა ზაფხულის ბოლომდე. ციხესიმაგრე აშენდა 1852 წელს არქიტექტორ უილიამ სმიტის პროექტით და პრინც ალბერტის ბრძანებით.



სურათზე: ბალმორალის ციხესიმაგრე

სხვა რჩეული ფოტოები...

 
ხანძთის მთავარი ეკლესია

ხანძთა, (მრგვ. ႾႠႬႻႧႠ) შუა საუკუნეების მონასტერი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი — ამონა). ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა (გ. 918) მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ (გ. 941). ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918-941 წლებში. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი, არსენ საფარელი), ეფრემ მაწყვერელი (IX ს.), მაკარი ლეთეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები გიორგი მერჩულე, მოსე ხანძთელი (XI ს.), სტეფანე (XII-XIII სს.) და სხვა.


ავტორი: George Mel
სურათზე: ხანძთის მთავარი ეკლესია

სხვა რჩეული ფოტოები...

 
ქალაქი ორთაჰისარი, ნევშეჰირი, კაპადოკია.

კაპადოკია (ბერძ. Καππαδοκία, სპარს. کاپادوکیه (Katpatuka, «ლამაზი ცხენების ქვეყანა»), ლათ. Cappadocia, თურქ. Kapadokya) - აღმოსავლეთ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქის სახელწოდება. ძველი კაპადოკიის ტერიტორია ამჟამად განთავსებულია თურქეთის პროვინციების:ნევშეჰირის, კაისერის, აქსარაისა და ნიგდეს ტერიტორიებზე. ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით. კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაბადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.



სურათზე: ქალაქი ორთაჰისარი, ნევშეჰირი, კაპადოკია.

სხვა რჩეული ფოტოები...

აკაკის მოგზაურობა იმერეთში

ფილმი მიეძღვნა 1912 წლის ივლის-აგვისტოში აკაკი წერეთლის მოგზაურობას იმერეთის მთიან რაიონებსა და რაჭა–ლეჩხუმში. მისი ერთ–ერთი თანამგზავრი ფილმის ავტორი ვასილ ამაშუკელი იყო. მოხუცებული პოეტის მოგზაურობას დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. მოხუცები, ახალგაზრდები და ბავშვები პოეტს ყვავილებით და საჩუქრებით ეგებებოდნენ. პოეტი უზომოდ ბედნიერი იყო. მისი აზრით საქართველო უკვე სხვა იყო, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინ, ხალხი ესალმებოდა თავისუფალ მომავალს და მზად იყო მის მოსაპოვებლად.


ავტორი: ვასილ ამაშუკელი
სურათზე: აკაკის მოგზაურობა იმერეთში

სხვა რჩეული ფოტოები...

 
ნაკურუს ეროვნული პარკი

ნაკურუს ტბის ეროვნული პარკი 1961 წელს შეიქმნა ნაკურუს ტბის ირგვლივ, კენიის ქალაქ ნაკურუს სიახლოვეს და 188 კმ²-ს მოიცავს. პარკი განთქმულია ასობით ათასი (ხშირად მილიონობით) ვარდისფერი ფლამინგოთი, რომლებიც ტბის ნაპირას ბუდობენ. პარკში სხვა ცხოველებთან ერთად გადაშენების პირას მყოფი როტშილდის ჟირაფები, შავი და თეთრი მარტორქები ბინადრობენ.


ავტორი: ალ-ო
სურათზე: ნაკურუს ეროვნული პარკი

სხვა რჩეული ფოტოები...

 
ფილადელფიის პანორამა

პენსილვანიის უდიდესი ქალაქის, ფილადელფიის, პანორამა. მარცხნივ ქალაქის ცენტრია კომკასტ-ცენტრით მდ. სკულკილის მარცხენა სანაპიროზე და 30-ე ქუჩის სადგურითა და საირა-ცენტრით მარჯვნივ. ფილადელფია ერთ დროს თავდაპირველი 13 ამერიკული კოლონიის უდიდესი ქალაქი იყო, სადაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოეწერა ხელი. ამერიკის რევოლუციური ომის პერიოდში ის ქვეყნის დედაქალაქის ფუნქციასაც ასრულებდა.


ავტორი: მასიმო კატარინელა
სურათზე: ფილადელფიის პანორამა

სხვა რჩეული ფოტოები...

 
ფეიხოას ყვავილი

ფეიხოა (Feijoa sellowiana, სინ. Acca sellowiana), ასევე ცნობილი როგორც ანანას-გუავა, მარადმწვანე მცირე ტანის ხეხილოვანი მცენარეა, სიმაღლით 1-7 მ., წარმოშობით სამხრეთ ბრაზილიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, ურუგვაისა და ჩრდილოეთ არგენტინის მთიანი ადგილებიდან. ასევე ხარობს კავკასიის დასავლეთ სუბტროპიკულ ნაწილში და რუსეთის სამხრეთში. ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი-მწვანე ფერისაა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 1 კგ-ში დაახ. 10 მგ იოდია), რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის.


ავტორი: Noodle snacks
სურათზე: ფეიხოას ყვავილი

სხვა რჩეული ფოტოები...

 

აურელია (Aurelia aurita), უხერხემლო ცხოველი სციფოიდურთა კლასისა. აქვს 40 სმ-მდე დიამეტრის ქოლგისებრი, უფერო, გამჭირვალე, ლაბოვანი სხეული; სხეულის ქვედა ჩაღრმავებულ მხარეზე ოთხლაპოტიანი პირი. იკვებება წვრილი კიბოსნაირებით, თევზების ქვირითითა და მცირე ზომის ცხოველებით, რომლებსაც იჭერს ქოლგის კიდეზე განლაგებული საცეცებით. გავრცელებულია ბარენცის, თეთრ და შავ ზღვებში, აგრეთვე წყნარსა და ატლანტის ოკეანეებში.


ავტორი: ლუკ ვიატური


სხვა რჩეული ფოტოები...

 

მთვარის ფაზების ილუსტრაცია. ახალი მთვარიდან სავსე მთვარემდე სრული ციკლის შესასრულებლად მთვარეს 29.5 დღე ჭირდება. ფაზებს განაპირობებს მთვარის ბრუნვა დედამიწის გარშემო. პლანეტის ირგვლივ ბრუნვისას მზე მთვარეს სხვადასხვა მხრიდან ანათებს, რაც განსხვავებულ ფაზებს ქმნის. ვინაიდან თვით მთვარე საკუთარი ღერძის გარშემო არ ტრიალებს, ის მუდმივად ერთი მხრიდან უყურებს პლანეტას. გამოსახულებაზე მთვარის ზომა იზრდება, მისი პლანეტასთან მოახლოების გამო.


ავტორი: ტომ რუენი


სხვა რჩეული ფოტოები...

 

სადჰუ (სანსკ. साधु sādhu "კეთილი") — ინდუისტი ბერი, განდეგილი. ასევე ინდუისტური რომელიმე ორდენის ასკეტური წარმომადგენელი. ქრისტიანი ბერისგან განსხვავებით, სადჰუს ოჯახის შექმნა შეუძლია. ყვითელ სამოსში გამოწყობილი ბერი ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში დაიარება, ღვთისადმი სიყვარულს ქადაგებს და შეწირულობებით სულდგმულობს. ზოგიერთი ინდუისტური ორდენის სადჰუები სამოსს სრულიად უარყოფენ.


ავტორი: პიერ-ემანუელ ბუატონი


სხვა რჩეული ფოტოები...

 

იალტის კონფერენცია ასევე ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი არგონავტთა კონფერენცია იყო მოკავშირე სახელმწიფოთა (დიდი ბრიტანეთი, აშშ და სსრკ) მეთაურების ომისდროინდელი შეხვედრა 1945 წლის 4-11 თებერვალს. დელეგაციებს მეთაურობდნენ უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი.


ავტორი: U.S. Army Signal Corps


სხვა რჩეული ფოტოები...

 

უემბლი (ინგლ. Wembley Stadium), საფეხბურთო სტადიონი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში; ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი; გაიხსნა 2007 წელს ძველი უემბლის ადგილას. სტადიონი 90,000 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით რიგით მეორეა ევროპაში. მასპინძლობს ინგლისის საფეხბურთო თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრებს და მას ფეხბურთის ასოციაცია ხელმძღვანელობს.


ავტორი: Jbmg40


სხვა რჩეული ფოტოები...


 

კანკუნი (ესპ. Cancún) - ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში. მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძლზე, იუკატანის სრუტის ნაპირზე. შედის კინტანა-როოს შტატის შემადგენლობაში. არის ბენიტო-ხუარესის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 572 973 ადამიანი (2005). ქალაქში ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მეორეა ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის მიხედვით.


ავტორი: Mardetanha


სხვა რჩეული ფოტოები...

 
რაშმორის მთა, ხედი ქვედა პლატფორმიდან.

რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი (Mount Rushmore National Memorial), კისტოუნთან, სამხრეთი დაკოტა, არის აშშ-ის პრეზიდენტთა მემორიალი, რომელიც ამერიკის დაბადების, გაზრდის, თვითმყოფადობისა და განვითარების ხსოვნას ეძღვნება. მთელი მემორიალი 518 ჰექტარს მოიცავს და 1745 მ სიმაღლეზე მდებარეობს (ზღვის დონიდან). კლდეში ნაკვეთი აშშ-ის პრეზიდენტების ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაჰამ ლინკოლნის პროფილები მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზეა. მემორიალს წელიწადში დაახ. 2,7 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს.


ავტორი: Dean Franklin
სურათზე: რაშმორის მთა, ხედი ქვედა პლატფორმიდან.
თარიღი: 2003 წლის 4 ივნისი.
სხვა რჩეული ფოტოები...

 
სერფერი ეშვება ტალღაზე.

სერფინგი (ინგლ. surfing — ზვირთებზე სრიალი) - წყლის სპორტის სახეობა — შეჯიბრება სპეციალური ფიცრით (სერფბორდით) სრიალში ზღვის, ოკეანის ზვირთებზე; გავრცელებულია ავსტრალიაში, ჩინეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგ სხვა ქვეყანაში.


ავტორი: შალომ იაკობოვიცი
სურათზე: სერფერი ეშვება ტალღაზე.
თარიღი: 13 თებერვალი, 2010
სხვა რჩეული ფოტოები...

 
ვენთვორზი

ვენთვორზი — ჩანჩქერი სამხრეთ ავსტრალიაში, ახალი სამხრეთი უელსის შტატში. მისი სიმაღლე შეადგენს 187 მეტრს. ეს ადგილი მდებარეობს ვენთვორზის ჩანჩქერის ეროვნული პარკში. ჩანჩქერის ახლოს მდებარეობს ლურჯი მთები. ვენთვორზის ჩანჩქერის სიახლოვეს მდებარეობს ტასმანიის ზღვა, ხოლო ჩანჩქერიდან 78 კილომეტრში მდებარეობს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი სიდნეი.



სურათზე: ვენთვორზი

სხვა რჩეული ფოტოები...

ყაზანი (თათრ. Qazan; რუს. Казань) თათრეთის დედაქალაქი და რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქთაგანია. ის რეგიონის მთავარი ინდუსტრიული, კომერციული და კულტურული ცენტრია და რჩება თათართა კულტურის უმნიშვნელოვანეს წყაროდ. ყაზანი მდებარეობს მდ. ვოლგასა და კაზანკას შესართავთან რუსეთის ცენტრალურ ევროპულ ნაწილში.


ავტორი: TY-214


სხვა რჩეული ფოტოები...

თებერვალი

რედაქტირება
 

მზის დისკო სამეგრელოდან — არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც გამოიხატა მზის ყელსაბამი დისკოს პოვნაში სამეგრელოში, საქართველო. მზის დისკო, რომელიც არის აღმოჩენილი საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ჩვენ წელთაღრიცხვამდე VIII-VIII საუკუნეებით თარიღდება. უძველესი დროიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებობდა მზის, როგორც ღვთაების, კულტი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რომ სამეგრელოში აღმოჩენილი ყელსაბამიც რელიგიურ დატვირთვას ატარებდა და იყო ამულეტი.


ავტორი: George Mel


სხვა რჩეული ფოტოები...

 

მაჩუ-პიკჩუ (კეჩუას ენაზე: ძველი მთა, ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი“) — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 80 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა.


ავტორი: Allard Schmidt


სხვა რჩეული ფოტოები...

 

რაიხსტაგის შენობა ბერლინში აგებულ იქნა გერმანიის იმპერიის პარლამენტის - რაიხსტაგის განსათავსებლად. შენობა გაიხსნა 1894 წელს და მასში რაიხსტაგი იმყოფებოდა 1933 წლამდე. 1999 წელს არქიტექტორი ნორმან ფოსტერის პროექტით აღდგენილი შენობა ისევ გახდა გერმანიის პარლამენტის ბინა. ამჟამად გერმანულად ტერმინი რაიხსტაგი შენობას მიუთითებს, რომელშიც ბუნდესტაგია განთავსებული.


ავტორი: User:Dschwen


სხვა რჩეული ფოტოები...

 

ულის გრანტიამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, იუნიონის ჯარების წამყვანი გენერალი აშშ-ის სამოქალაქო ომში, აშშ-ის ჯარების გენერალ-ანშეფი 1864-1869 წლებში და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-18 პრეზიდენტი 1869-1877 წლებში. მისი პრეზიდენტობა კორუფციით და ეკონომიკური დეპრესიით აღინიშნებოდა, ამიტომ ისტორიკოსების მიერ იგი წარუმატებელ პრეზიდენტადაა მიჩნეული. თუმცა სამოქალაქო უფლებების და აფრიკელი-ამერიკელების მხარდაჭერის გამო, ბოლო წლებში მისი რეპუტაცია ზოგიერთი მეცნიერის თვალში ამაღლდა.


ავტორი: მეთიუ ბრედი ან ლევინ ჰენდი, 1870–1880 წწ.


სხვა რჩეული ფოტოები...

 

ხახულის კარედი გადაღებული XIX საუკუნის ბოლოს დიმიტრი ერმაკოვის მიერ, როდესაც ის გელათის მონასტერში იყო დაბრძანებული. სურათზე კარედის შუაში მოთავსებულია ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ორიგინალი მინანქრის ხატის რუსულ ასლს წარმოადგენს. თვით ორიგინალი 1859 წელს გელათის გაძარცვისას დაიკარგა. მოგვიანებით ხატის ფრაგმენტები მ. პ. ბოტკინის არქივებში აღმოაჩინეს და საქართველოში დააბრუნეს.


ავტორი: დიმიტრი ერმაკოვი


სხვა რჩეული ფოტოები...

 

ფუკოს ქანქარა დედამიწის 24-საათაინი ბრუნვის დემონსტრირებას ახდენს. ლეონ ფუკომ ქანქარა საზოგადოებას 1851 წელს პარიზის პანთეონში წარუდგინა. გუმბათის ქვეშ 67 სიგრძის მავთულზე ფუკომ 28 კგ მასის ლითონის მობასრული ბურთულა დაკიდა. ამ ხერხით ქანქარას ნებისმიერი მიმართულებით შეეძლო მოძრაობა ექვსი მეტრის რადიუსით, ხოლო ბურთულის წვეროს — მოძრაობის ტრაექტორიის დაფიქსირება პანთეონის იატაკზე დაყრილ მიწაზე.


ავტორი: დომინიკ ტუსენი


სხვა რჩეული ფოტოები...

 

ბუხრინწა (Tyto alba), ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 33-39 სმ-ია, გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (ჩრდილოაღმოსავლეთ ევროპის გამოკლებით). ბუდეს იკეთებს ფუღუროში და სხვენზე. დებს 6-8 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 34 დღემდე. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად ფრინველებით.


ავტორი: ლუკ ვიატური


სხვა რჩეული ფოტოები...