ცამეტი კოლონია

(გადამისამართდა გვერდიდან ცამეტი ამერიკული კოლონია)

ცამეტი კოლონიაბრიტანეთის 13 კოლონია ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლებმაც 1776 წელს ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და ოფიციალურად გამოაცხადეს ბრიტანეთის იმპერიის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. ამ ნაბიჯის შედეგი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა და ომი დამოუკიდებლობისთვის.

თავდაპირველი აშშ-ის დროშა 13 ვარსკვლავითა და 13 ზოლით, რომლებიც 13 კოლონიას გამოხატავდა.

ინგლისის 13 კოლონიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება

რედაქტირება

1607 წელს 129 ადამიანმა სამი ხომალდით გადალახა ატლანტის ოკეანე და ამერიკის კონტინეტზე პირველი ინგლისური მუდმივი კოლონია — ჯეიმსთაუნი დააარსა. ლონდონის სავაჭრო კომპანიამ, რომელმაც მეფე ჯეიმზ I-ის თანხმობით ეს მოგზაურობა უზრუნველყო, მალე კოლონისტების სხვა ხომალდებიც გაგზავნა ამერიკის ნაპირებისკენ. 1620 წელს ერთ-ერთი მათგანი, „მეიფლაუერი“, რომლის გემბანზეც 41 ინგლისელი პურიტანი იმყოფებოდა, კურსს ასცდა და მასაჩუსეტსის ჩრდილოეთით მიადგა ნაპირს. ამ ადამიანებმა, რომელთაც შემდგომში პილიგრიმი მამები უწოდეს, დააარსეს საკუთარი დასახლება და მას პლიმუტი უწოდეს.

1732 წლამდე ატლანტის ოკეანის ჩრდილოამერიკულ სანაპიროზე 13 ასეთი ინგლისური კოლონია შეიქმნა.

კოლონიებს გუბერნატორები მართავდნენ, რომლებსაც მეფე, აზნაური ან სავაჭრო კომპანია ნიშნავდა იმისდა მიხედვით, თუ ვის ჰქონდა საკუთრების უფლება ამა თუ იმ კოლონიაზე. დანიშნული გუბერნატორების გარდა, კოლონიების მმართველობაში მონაწილეობდა ადგილობრივი მიწათმფობელებთაგან არჩეული სახალხო წარმომადგენლობითი ორგანო. ეს ორგანო მონაწილეობას იღებდა საკონონმდებლო საქმიანობაში და ამტკიცებდა საგადასახადო კანონებს. ცალკეულ ქალაქებსა და საგრაფოებს თვითმმართველობა ჰქონდათ.

ჩაიზე ახალი გადასახადების დაწესების გამო, ინდიელებად გადაცმული ბოსტონელი კოლონისტები აიჭრნენ ნავსადგურში მდგარ ჩაით დატვირთულ ხომალდზე, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთის ინგლისურ სავაჭრო კომპანიას ეკუთვნოდა და პროტესტის ნიშნად, მთელი ტვირთი ოკეანეში გადაყარეს („ბოსტონის ჩაის სმა“, 1773). როდესაც საპასუხოდ, ინგლისის პარლამენტმა მასაჩუსესტის წინააღმდეგ სადამსჯელო კანონები მიიღო, ცამეტივე კოლონიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ფილადელფიაში პირველ კონტინენტურ კონგრესზე (1774) და ბრიტანული საქონლის ბოიკოტირება გადაწყვიტეს. მასაჩუსეტსის სამხედრო გუბერნატორმა კოლონისტების რამდენიმე ლიდერის დაპატირება დააპირა. მაშინ კოლონისტებმა მეფის ჯარს საკუთარი შეარაღებული რაზმები დაუპირისპირეს და ბრძოლა გაუმართეს ლექსინგტონსა და კონკორდთან (1775). ასე დაიწყო ამერიკული კოლონიების ომი ინგლისისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ამერიკელი ჯარის მთავარსარდლად II კონტინენტურმა კონგრესმა ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799, შემდგომ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი) დანიშნა და 1776 წელს ინგლისისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კოლონისტების არმია არასაკმარისად აღჭურვილი და ცუდად შეიარაღებული იყო. მას უჭირდა მეფის ჯარისათვას წინააღმდეგობის გაწევა. კოლონისტების საბოლოო გამარჯვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საფრანგეთის დახმარებას (1778). ფრანგ არისტოკრატ მარკიზ დე ლაფაიეტთან ერთად ვაშინგტონმა 1781 წელს იორკთაუნთან შეძლო ბრიტანეთის არმიის მთავარი ნაწილების დამარცხება. ბრიტანეთმა 1783 წელს პარიზის ზავით აღიარა 13 კოლონიის დამოუკიდებლობა.

ცამეტი კოლონია

რედაქტირება

დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს („გეოგრაფიული“ მიმდევრობით):

დანარჩენი ბრიტანული კოლონიები ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში (5 კოლონია თანამედროვე კანადის ტერიტორიაზე, 2 კოლონია შემდგომში გახდა ფლორიდის შტატი, და 8 კოლონია კარიბის ზღვის კუნძულებზე.) რევოლუციას არ შეუერთდა და ბრიტანეთის ერთგულება შეინარჩუნა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორია 11, ავტორები: ნოდარ ასათიანი, ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლალი ფირცალავა, ISBN 978-99940-994-7-4