ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბორბალი უტილიტარული საგანია, პირველად დამზადებული შუმერების მიერ, რომელიც თავის თავში აერთიანებს წრისა და მოძრაობის სიმბოლოს („მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის სიცოცხლისა და ძალის მიმცემი“). ასოცირებულია ციური სხულების მოძრაობასთან. ამავე დროს ბორბალიც, როგორც ბორჯღალი, თავისი ცენტრის გარშემო დატრიალებული ჯვარია. ბრუნვისას წრეში ჩახატული ჯვრის მკლავები მანებად გადაისახება და მოძრავ საგნად იქცევა. ამრიგად, ჯვრიანი ბორბალი ცის კაბადონზე მოძრავი მზის სიმბოლოა. აქედან მოდის წარმოდგენა მზის ეტლზე, რაც ძალიან გავრცელებული იყო ძველ მითოლოგიაში, განსაკუთრებით ელინურში. აქ ცნობილია ჰელიოსის ეტლი, რომელსაც ფაეტონი მართავს.

უძველესი ბორბარლი შუმერების გამოსახულებით

ბორბალი მთელი კოსმოსის, მისი წრიული მიძრაობის სიმბოლოც არის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბორბალი“-დან