წმინდა პეტრეს მოედანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

წმინდა პეტრეს მოედანი (იტალ. Piazza San Pietro) არის წმ. პეტრეს ტაძრის პირდაპირ მდებარე მოედანი ვატიკანში. ტაძრის წინ მდებარე ღია სივრცის ამჟამინდელი დიზაინის გაკეთება პაპი ალექსანდრე VII-ს ხელმძღვანელობით ჯან ლორენცო ბერნინის დაევალა 1656-67 წლებში. ერთ-ერთ ამოცანას შესაბამისი სივრცითი გეგმარების შემუშავება იყო იმისათვის, რომ მოედანზე "ხალხის უდიდეს რაოდენობას შესძლებოდა პაპის ლოცვა-კურთხევის მიღება, ეკლესიის ფასადის შუაწერტილიდან ან ვატიკანის სასახლის ფანჯრიდან." (Norwich 1975 p 175)



რომის ხედი წმ. პეტრეს ტაძრიდან
რომის ხედი წმ. პეტრეს ტაძრიდან