მარწყვი (ლათ. Fragaria) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია.

მარწყვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Rosales
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  მარწყვი
ლათინური სახელი
Fragaria

საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი (ლათ. Fragaria vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. მწვანე მარწყვი (ლათ. Fragaria viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; მუშკის მარწყვი (ლათ. Fragaria moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება.

მარწყვს ამრავლებენ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში-თესლით. უმთავრესად მოჰყავთ ბაღის მარწყვი (ლათ. Fragaria ananassa), რომელიც ველურად არ გვხვდება. სარგავად არჩევენ ნიადაგის სწორ ზედაპირს, ხოლო ნოტიო ადგილებში კვლებს აკეთებენ. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ნარგავს უხვად რწყავენ. მოსავალს იღებენ დარგვიდან ერთი წლის შემდეგ.

საქართველოშილაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოჰყავთ ბაღის მარწყვის მსხვილ-ნაყოფა ჯიში „კრასავიცა ზაგორია“. ნაყოფს იყენებენ ნედლად, გაყინულს და გადამუშავებულს (მურაბა, პასტილა, წვენი). მოსავლიანობა საშუალოდ 6-7 ტ/ჰა. ბაღის მარწყვის ძირითადი მავნებლებია ჟილო-მარწყვის ცხვირგრძელა. მარწყვის ნემატოდა, მარწყვის ტკიპა. დაავადებები — მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: