წვენი
წვენი — თხევადი საკვები პროდუქტი. ყველაზე მეტად გავრცელებულია წვენი, რომელიც გამოწურულია კარგი ხარისხის საჭმელი ნაყოფის, მწიფე ხილისა და ბოსტნეული კულტურებისაგან. თუმცა არსებობს წვენები, რომლებიც მიიღება ღეროსაგან, ფესვებისაგან და სხვა. წვენი ტრადიციულად იყოფა სამ სახეობად: ახლადგამოწურული, პირდაპირი დაწნეხისა და აღდგენილი წვენი. ხილის წვენი შეიძლება იყოს: გარგარის წვენი, ფორთოხლის წვენი, ყურძნის წვენი, ბროწეულის წვენი, ქლიავის წვენი, ვაშლის წვენი; კენკროვანი წვენებია: ხურტკმლის წვენი და შავი მოცხარის წვენი; ბოსტნეული კულტურებისგან მზადდება წვენები: კომბოსტოს წვენი, სტაფილოს წვენი, ჭარხლის წვენი, ტომატის წვენი, გოგრის წვენი. წვენი მიიღება აგრეთვე ხეებისგან: არყის წვენი და ნეკერჩხლის წვენი. ზოგიერთ ნატურალურ წვენს გააჩნია სასარგებლო თვისებები, მაგალითად, ფორთოხლის წვენი აძლიერებს ყველა ორგანოს ფუნქციას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი. იგი ასევე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანთათვის. ფორთოხლის წვენი ასევე გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედებისათვის; კარგი საშუალებაა ჭრილობების და აბსცესების დროს და გულსისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა აღმოსაფხვრელად,[1] ხოლო ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას.[2] აღსანიშნავია, რომ ვაშლის წვენი, რომელიც აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, ასევე ამსუბუქებს ალცჰაიმერით დაავადებულთა მდგომარეობას.[3] ბროწეულის წვენი შეიცავს უამრავ ვიტამინს და ორგანულ მჟავებს. ბროწეულის წვენის რეგურალური მიღება აწესრიგებს კუჭის წვენის ქიმიურ შემადგენლობას, აძლიერებს იმუნიტეტს და აწესრიგებს სისხლის შემცველობას. ბროწეულის წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა მომავალი დედებისათვის, რათა ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებასა და ბავშვის შემდგომ ჯანმრთელობას.[4] არყის წვენი სასარგებლოდაა მიჩნეული ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის წინააღმდეგ და სხვა.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ფორთოხალი — ჯანმრთელობა და მედიცინა
- ↑ ყურძნის სამკურნალო თვისებები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-06-05.
- ↑ ვაშლის წვენი ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-06-05.
- ↑ ბროწეულის წვენი როგორც ელექსირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-26. ციტირების თარიღი: 2015-06-05.
- ↑ სამედიცინო ინტერნეტჟურნალი