რაქიტი (ბერძ. rhachisხერხემალი) — D ჰიპოვიტამინოზი, D ავიტამინოზი, ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობით გაპირობებული ჩვილ ბავშვთა დაავადება.

რაქიტი
დარგი ენდოკრინოლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 9351
ICD-10 E55
ICD-9 268
MedlinePlus 00344
Patient UK რაქიტი
MeSH D012279

დაავადების მოკლე აღწერა

რედაქტირება

ახასიათებს ნივთიერებათა ცვლის მოშლა. პირველად აღწერა ფ. გლისონმა 1650 წელს. რაქიტი ვითარდება ბავშვის საკვებში D ვიტამინის ნაკლებობის ან ორგანიზმში ამ ვიტამინის სინთეზის დარღვევის შედეგად, რასაც იწვევს ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობა. რაქიტის დროს სისხლში ქვეითდება ფოსფორისა და კალციუმის რაოდენობა, მატულობს ტუტე ფოსფატაზის აქტივობა, ქსოვილებში, სისხლის პლაზმასა და შარდში ციტრატების რაოდენობა კლებულობს, ხოლო ამინომჟავების რაოდენობა შარდში მატულობს. კალციუმის ნაკლებობას მოჰყვება პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის გაძლიერება. ყველა ამ ცვლილების შედეგად ირღვევა კალციუმის ცვლა სისხლსა და ძვლის ქსოვილს შორის.

 

მიმდინარეობა და სიმპტომები

რედაქტირება

რაქიტის პირველი ნიშნები ჩვეულებრივ თავს იჩენს 2 თვის ასაკში. ბავშვი მოუსვენარი ხდება, ერღვევა ძილი, აწუხებს ოფლიანობა; მოგვიანებით ქვეითდება კუნთების ტონუსი, რის გამოც ბავშვს მუცელი უდიდდება, თავის ქალას ძვლები და ყიფლიბანდები ურბილდება; დიდდება შუბლისა და თხემის ბორცვები; ნეკნები რბილდება და მრუდდება, გულმკერდი ვიწროვდება (ქათმის გულმკერდი). მოგვიანებით დეფორმირდება ლულოვანი ძვლები. ირღვევა კბილების ამოჭრის ვადები და თანმიმდევრობა. მკურნალობის გარეშე რაქიტული ცვლილებები პროგრესულად ვითარდება; ჩონჩხის დეფორმაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე რჩება.

პროფილაქტიკა

რედაქტირება

ბავშვის კვების რეჟიმის დაცვა; მზეზე და ჰაერზე ხანგრძლივი ყოფნა; 1,5 თვიდან მასაჟი და ვარჯიში; ზამთარში D ვიტამინის მიღება, თევზის ქონი და სხვა.

მკურნალობა

რედაქტირება

D ვიტამინის და ციტრატების მიღება.

ლიტერატურა

რედაქტირება